პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ დაიჭერენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს აკეთებს და საზოგადოებას კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს:

როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილი/კობახიძის რეპრესიების ახალმა ტალღამ დადასტურებულად აჩვენა, რა მრავალფეროვანია პროტესტი და რამდენად განსხვავებული ადამიანები არიან ჩართული.

რომ არა ქოცების იდიოტური ახალი კანონმდებლობა, ვერ გავიცნობდით ასე ახლოს ამდენ შესანიშნავ ადამიანს, სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, სოციალური ჯგუფის ხალხს რომლებსაც აერთიანებთ თავდადებული ბრძოლის უნარი და პატრიოტიზმი.

ქოცებმა წყალში ჩაყარეს საკუთარი პროპაგანდის შრომა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ აქციებზე დგანან “ტრენინგებზე გაწვრთნილი“ დიფსთეითის აგენტები. შეუძლებელია რომ ნაკერავზე არ გაირღვეს მათი ძლივს შეკოწიწებული რეჟიმი.

თუმცა, მხოლოდ გმირების ქება–დიდება არ არის საკმარისი. ბევრი მსჯელობა მიდის, როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი. გრძელვადიანი გეგმების დასახვაზე რა გითხრათ, მაგრამ ამ მომენტში რა გამოწვევაც გვაქვს იმის მოგვარება ადვილად შეიძლება სწორად ორგანიზებით.

რას ვგულისხმობ: 50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ დაიჭერენ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს გმირობის ჩადენა აღარ დასჭირდებათ. ბუნებრივად გადაიკეტება. ან ჯგუფია შესაქმნელი, ან პლატფორმა, სადაც გავწევრიანდებით და გადავინაწილებთ მორიგეობას, რახან ამჯერად რუსთაველის გადაკეტვა–არგადაკეტვაზე გაგვივლო ფრონტის ხაზი რეჟიმმა“, – აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“მოსაპარი კიდევ ბევრია! საქმე (ქურდობა) ლაპარაკის ნაცვლად! აი, რა ყოფილა “ქართული ოცნების” ნამდვილი საარჩევნო...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომისტ...

“დაასახელეთ ერთი შემთხვევა ბოლო 35 წლის ისტორიიდან, როდესაც ქართველმა საკუთარ შეცდომაზე ისწავლა…” – ზაზა...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...