spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიძალიან გთხოვთ გვაცალეთ მუშაობა, ჩვენ თქვენ გემსახურებით -...

ძალიან გთხოვთ გვაცალეთ მუშაობა, ჩვენ თქვენ გემსახურებით – ლევან რატიანი

“მე ამ წუთში ვარ კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ ვარ მოწოდებით ექიმი და არასდროს არ ვარღვევ ეთიკას, შესაბამისად არანაირი უფლება არ გამაჩნია პაციენტის იდენტიფიკაციაზე ვისაუბრო” – განმარტავს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კლინიკის მედპერსონალის დაინფიცირების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ. ლევან რატიანის თქმით, პაციენტს აქვს უფლება ნებისმიერ ტელევიზიას მიაწოდოს ინფორმაცია და იმავეს პაციენტებთან მიმართებაში ნუ მოსთხოვენ მას:

მინდა გითხრათ, რომ მე ამ წუთში გახლავართ კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ ვარ მოწოდებით ექიმი და არასდროს არ ვარღვევ ეთიკას. ეთიკა ეს არის პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ნებისმიერ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული თუ არაინფიცირებული, მას უფლება აქვს ილაპარაკოს მისი დაავადების შესახებ, მაგრამ მე როგორც ექიმს არანაირი უფლება არ გამაჩნია პაციენტის იდენტიფიკაციაზე მის კონფიდენციალობაზე ვისაუბრო.

აღნიშნულიდან გამომდინარე თუ პაციენტებმა გადაწყვიტეს კონტაქტზე გამოსვლა ნებისმიერ ტელევიზიასთან, ნებისმიერ საინფორმაციოსთან ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ნუ მომთხოვთ პასუხს იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ინფიცირებული, მათი იდენტიფიცირება მოვახდინო.

რაც შეეხება პირად აღჭურვილობას. ჩემი მედპერსონალი, განსაკუთრებით ჩემ კლინიკაში, ემორჩილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციას იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი და რა ეტაპზე რა უნდა განვახორციელოთ, მაგრამ ერთიც გავითვალისწინოთ, – ვირუსს რომელსაც ამ და სხვა ნებისმიერ კლინიკაში ებრძვიან ამ ვირუსს ექიმები, მედპერსონალებიდან არცერთი არ ვართ დაზღვეული, არც მე მათ შორის, რომ არ დავინფიცირდებით, რომ არ დავმძიმდებით, რომ არ გადავალთ რეანიმაციაში და რომ არ დამთავრდება ჩვენი სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ვემსახუროთ ქვეყანას!

ძალიან გთხოვთ გვაცალეთ მუშაობა, ჩვენ თქვენ გემსახურებით!” – განაცხადა ლევან რატიანმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...