პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"ქართული ოცნების" ანტიქართულმა, ანტიევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი...

“ქართული ოცნების” ანტიქართულმა, ანტიევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი გამოიტანა” – სალომე ზურაბიშვილი

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“, – ამ პათოსით გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა ევროკომისიამ, რასაც, სოციალურ ქსელში, კონკრეტული პოზიციით და “ქართული ოცნების” მიმართ მწვავე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:

🇬🇪🇪🇺 ჩემთვის პირადად და ჩვენთვის, საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის, უმძიმესი დღე დადგა!

“ქართული ოცნების” ანტიქართულმა, ანტიევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი გამოიტანა. ორი წლის წინ ზარზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა.

ნათლად და დეტალურად აღწერა კომისიამ, თუ როგორ ჩამოაშორა “ქართულმა ოცნებამ” საქართველო ყველა მიმართულებით ევროპულ პრინციპებს, გზას და მის მომავალს.

ამას ვერ დავუშვებთ! ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ამგვარ მიტაცებას, მის ორიენტაციის შეცვლას და ამ ისტორიულ შანსის ხელიდან განზრახ გაშვებას.

ეს რეჟიმი ვიცით არაფერს გამოასწორებს, არცერთ რეფორმას არ ჩაატარებს, ანტიევროპულ რიტორიკას არ შეეშვება და რუსული კარნახით გააგრძელებს უკუსვლას.

ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

პროტესტის გაძლიერება, ერთობის გაძლიერება და თავისუფალი არჩევნების გარდა გზა ევროპისკენ არ იქნება!

ამიტომ ყველა გამოვიდეთ უნდა და რუსთაველიდან ვუპასუხოთ! კიდევ ერთხელ ჩვენი ევროპული ხმა გავაგონოთ! ჩვენი ევროპული გზა დავიცვათ!!!
არ შევეგუებით!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“სამწუხაროა, როდესაც უყურებ, როგორ კვდება შენს თვალწინ შენი საყვარელი ქვეყანა, რომელსაც თან მიაქვს…” –...

სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსს აქვეყნებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...