ნანუკა ჟორჟოლიანი საპროტესტო აქციაზე ასაკოვანი ადამიანის დაკავების ვიდეოს აქვეყნებს, ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება და საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს:
“მინდა ამ ბაბუს შეხედოთ, რომელმაც სულ არ იცის რა კანონი მიიღეს ქოცებმა.
სისხლით დააკავეს რაც უკვე პატიმრობას ნიშნავს, ნამდვილ ციხეში.
მართლა ფიქრობთ რომ დროშის ფრიალისთვის ეს კაცი ციხეში უნდა იჯდეს? თუ არ ფიქრობ ასე, ან ეს ვიდეო გააზიარე, ან სტატუსი დაწერე, ან გარეთ გამოდი, სულ რომ ეზოში დადგე ხელში ბანერით.
უბრალოდ თქვი ისე რომ გავიგონოთ.
იმიტომ, რომ შენ რომ ხმას არ იღებ, ამიტომაც ბედავენ ამდენს“, – წერს ნანუკა ჟოჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.
საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავების ვიდეო

