“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, გიორგი წიქარიშვილის პროტესტს ირონიული შეფასებებით და კონკრეტული ბრალდებებით ეხმაურება
“მე მაინც ვფიქრობ ზურა გირჩი ჯაფარიძესავით შარვალჩახდილი უნდა დამდგარიყო ამ მანქანის წინ ))
რეალურად კი, ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან.
მაშინ როცა ქვეყნის არევით და ომში ჩართვით სწორედ რუსულ საქმეს აკეთებენ, საკუთარ კლასტერს ასეთი იაფფასიანი სცენებით კვებავენ!!” – აცხადებს ნინო წილოსანი.

