სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკრიმინალი"მისაქციელში, "მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრად" შენიღბული საცხოვრებელი სახლი, რეალურად...

“მისაქციელში, “მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრად” შენიღბული საცხოვრებელი სახლი, რეალურად ნარკოტიკული საშუალებების დასამზადებელი საწარმო ყოფილა” – შორენა ლობჟანიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე, სამართალდამცველების მიერ მცხეთის რაიონის ს. მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორიის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება და მიუსაფარ ცხოველებთან მიმართებაში შესაძლო მძიმე დანაშაულის თაობაზე ამახვილებს ყურადღებას:

მისაქციელში, „მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრად“ შენიღბული საცხოვრებელი სახლი, რეალურად ნარკოტიკული საშუალებების დასამზადებელი საწარმო ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე აღმოაჩინა კუსტარული ლაბორატორია, სადაც მზადდებოდა განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკები: ალფა-პვპ, მეფედრონი და კლეფედრონი.

ლაბორატორიიდან ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „კლეფედრონი“, ოთხ ლიტრამდე მეფედრონის სითხე და სხვა ქიმიური ინგრედიენტები. დაკავებულია ორი პირი, რომლბსაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ე.წ. თავშესაფარი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო არა მხოლოდ ნარკოტიკების დასამალად, არამედ ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩასატარებლადაც, რაც საგანგაშოა და არ არის მოკლებული საღ აზრს!

რატომ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი? იმ ცხოველთა, რომლებსაც არ ჰყავთ მიმკედლებლები ან ჰყავდათ, მაგრამ ჯეროვან ყურადღებას ვერ და არ აქცევდნენ?

საუბრის სხვა თემაა დაკავებულების მიერ საქართველოს მოსახლეობის მოწამვლა და ნარკორეალიზაცია და სულ სხვა თემაა მიუსაფარი ცხოველები.

რატომ ისინი და რატომ მათი თავშესაფარი?

იმიტომ ხომ არა, რომ დაკავებულებს ახალი ნარკოტიკული ნივთიერებები რეალიზაციამდე ვინმეზე ან რამეზე უნდა დაეტესტათ, რომ პირდაპირ ადამიანებში არ გაესაღებინათ და მათი სიკვდილიანობა გამოეწვიათ?

მსოფლიო ისტორიაში არის არაერთი სასტიკი ფაქტი, როდესაც ნარკოინდუსტრიაში მწარმოებლები სწორედ მიუსაფარ ცხოველებს აწამებდნენ ან მათ ლეშს ტრანსპორტირებისთვისაც კი იყენებდნენ.

ასევე, ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოებისას ჰაერში გამოიყოფა მრავალი ტოქსიკური და მჟავე აირი, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია ცხოველებისთვის.

ეს ქიმიური ნაერთები ხშირად შეიცავს ორგანულ გამხსნელებსა და ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მცირე სივრცეში სწრაფად გროვდება და ჰაერს გამაღიზიანებელ, სუნთქვისთვის მძიმე ნარევად აქცევს.

ცხოველები, განსაკუთრებით კი კატები, ძაღლები და მცირე ზომის სახეობები, ტოქსინებს ბევრად სწრაფად იწოვენ, რადგან მათი ფილტვები და ცირკულაცია გაცილებით მგრძნობიარეა.

ასეთ გარემოში ცხოველების ყოფნა იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ქოშინს, დაბინდულობას, უგონო მდგომარეობას, ღებინებას და ხშირად სიკვდილსაც კი.
ხანგრძლივი ზემოქმედებისას ხშირია ღვიძლისა და თირკმლის დაზიანება, ნერვული სისტემის დარღვევები, ქცევითი ცვლილებები და საბოლოოდ სიკვდილი.

ყოველივედან გამომდინარე მოვითხოვ როგორც საქართველოს მოქალაქე და ცხოველთა უფლებადამცველი, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში ჩატარდეს აღნიშნული ლაბორატორიის მთელ რადიუსზე მიუსაფარი ცხოველების ლეშის ძებნა, პოვნის შემთხვევაში განხორციელდეს მათი ექსჰუმაცია და ძვლების ქიმიურ-ლაბორატორიული კვლევა, ხოლო ფაქტების დადასტურების შემთხვევაში ყველა პიროვნება სამაგალითოდ, უმკაცრესად დაისაჯონ კანონის წინაშე!

იმედი მაქვს, რომ ჩემ მოთხოვნას შეუერთდებიან სხვა ცხოველთადამცველებიც!” – წერს შორენა ლობჟანიძე ფეისბუქის ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

ინფორმაციისთვის:
სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს, საიდანაც ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – ალფა-პვპ, მეფედრონი და კლეფედრონი”, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით. აღსანიშნავია, რომ „კლეფედრონი” წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში  ლეტალურ შედეგს იწვევს! დაკავებულია ორი პირი“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველო, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში უნდა იყოს, რეალურად დემოკრატიული უკუსვლის და მისი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე, კონკრეტულ ისტორიული ფაქტებზე...

“ქვეყნის სუვერენიტეტი ქრება თანდათან! რუსულ იმპერიაში დემოკრატია არ ყოფილა და არც იქნება!” – ბეჟან...

ისტორიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, საქართველოში პირველი...

“არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის...

კახა კალაძე: მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია ახალი წლისთვის დასრულდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება, - ამის შესახებ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი მის ღიად ღალატს და ვახსენებდი საზოგადოებას...

ბელარუსში, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ნინო ნურჯანაძის შეხვედრას მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...