პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომისტ რომან გოცირიძეს კონკრეტული შედარებები მოჰყავს და ქვეყანაში არსებულ კორუციის ფაქტებთან დაკავშირებით მძიმე მინიშნებებით საუბრობს:
“საქართველოში “მაკდონალდსის” 25 რესტორნის წმინდა მოგება 2024 წელს იყო 32 მილიონი ლარი. ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან ამოღებული დოლარების მოცულობა იყო 18 მილიონი ლარი. თემურ ჭყონიამ და “მაკდონალდსში” დასაქმებულმა 1400-მა ადამიანმა უნდა იმუშავოს 7 თვე, რომ ღარიბაშვილის მხოლოდ სახლში ნაპოვნი დოლარების სიდიდის ფული გამოიმუშავოს.
გუშინ მთავრობის სხდომიდან გამოსულმა თემურ ჭყონიამ გაოცებულმა განაცხადა: ვერ წარმომედგინა, თუ ამდენს იპარავდნენ ან ქვეყანაში ამდენი მოსაპარი თუ იყოო.
როგორც იპარავდნენ, ისე იპარავენ!
მოსაპარი კიდევ ბევრია!
საქმე (ქურდობა) ლაპარაკის ნაცვლად!
აი, რა ყოფილა “ქართული ოცნების” ნამდვილი საარჩევნო პროგრამა“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

