spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვლენებს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ და მივხვდეთ...

“მოვლენებს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ და მივხვდეთ თუ რამხელა კატასტროფისკენ მიგვაქანებს რუსების აქაური ნამესტნიკი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომავალ კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც რუსეთის მაღალჩინოსნის, სერგეი კირიენკოს პოლიტიკას უკავშირებს:

გაიცანი შენი მტერი!

ის რაც საქართველოში ხდება ხალხის უმრავლესობას ჰგონია ივანიშვილის პოლიტიკა.
სინამდვილეში არანაირი ივანიშვილის პოლიტიკა არ არსებობს, ამ სუბიექტს ამის მასშტაბი არა აქვს.

ეს სინამდვილეში არის რუსეთის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის სერგეი კირიენკოს პოლიტიკა.

კირიენკო არის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსული გავლენის გატარების პოლიტიკის კურატორი.

ის ამ პოსტზე დაინიშნა 2023 წლის ბოლოს და ჩაანაცვლა პირობითად უფრო რბილი მეთოდების მომხრე სერგეი კოზაკი რომელიც გაწიეს იმის გამო რაც ჩაითვალა უკრაინაში ჩავარდნილად.

სერგეი კირიენკო იყო ელცინის დროს პრემიერი რომელიც გადააყენეს 1999 წელის კრიზისის გამო და შემდეგ პუტინს მიეკედლა.

სხვათა შორის პრემიერობის დროს კირიენკო კარგად იცნობდა ივანიშვილს, რომელსაც ელცინის ადმინისტრაციიდან ჩაბარებული ჰქონდა გენერალ ლებედის დაფინანსება.

უკვე ჩვენ დროში, კირიენკოს დანიშვნის შემდეგ, სულ მალე ივანიშვილი გამოვიდა 2024 წლის აპრილში სიტყვით, რომელმაც განსაზღვრა დემოკრატიის მოსპობის პრორუსული კურსის მკვეთრი დაჩქარება.

საქმე იმაშია, რომ რუსეთი გეგმავს საქართველოს საბოლოო გადაყლაპვას, ოღონდ მანამდე აქ უნდა საბოლოოდ იქნეს ამოწურული დემოკრატიის ნარჩენები.

ასევე კირიენკოს მითითებით მოხდა შარშან 28 ნოემბერს ევროპაზე უარის თქმა და თქვენ წარმოიდგინეთ “კორუფციასთან ბრძოლის” კამპანიის წარმოება.

ეს კამპანია სარკესავით ჰგავს იმას რასაც ახლა რუსეთში აკეთებს პუტინი ხელისუფლების კონსოლიდაციისთვის და ხალხის უკმაყოფილების ჩასახშობად.

ჯერჯერობით კირიენკო და მისი პატრონი ძალიან კმაყოფილები უნდა იყვნენ ივანიშვილის, როგორც მათი პოლიტიკის გამტარებლობით, განსაკუთრებით იმის ფონზე რომ ახლახან კირიენკო კატასტროფულად ჩაფლავდა მოლდოვის ამასწინანდელ არჩევნებზე.

ამიტომ მოვლენებს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ და მივხვდეთ თუ რამხელა კატასტროფისკენ მიგვაქანებს რუსების აქაური ნამესტნიკი და რა აქვს საბოლოო მიზნად დასახული“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...

“გამოცხადებულ ანექსიის ქრონიკას შიდა ქართლში, შემთხვევით ქალბატონ წულუკიანის კომისიის დასკვნა ხომ არ აქვს ჩაფენილი...

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონთან დაკავშირებით კრემლში გამართულ შეხვედრებს მძიმე შეფასებებით...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...