ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია ახალი წლისთვის დასრულდება

კახა კალაძე: მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია ახალი წლისთვის დასრულდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე, პარტია „ლელოს“ წევრის ვახტანგ სურგულაძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტში გამარჯვებულ ორივე კომპანიასთან, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობა გაწყვიტა, რის გამოც, სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გაჭიანურდა.

არასდროს დავმალულვართ, ყველაფერზე პირდაპირ ვსაუბრობდით, მათ შორის, იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას უკავშირდებოდა.

კომპანია ვერ ვნახეთ, ვინც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებდა. ერთი კომპანია იყო, ვალდებულებები ვერ შეასრულა – გავწყვიტეთ ხელშეკრულება, მეორე კომპანია იყო და იმასთანაც აღარ გავაგრძელეთ თანამშრომლობა.

უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან არ გვყავს ექსპერტები ამ მიმართულებით, არც შესაბამისი კომპანიები მსგავსი გამოცდილებით, რომელთაც შეუძლიათ მსგავსი სამუშაოების შესრულება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ბევრი კომპანია თავს იკავებდა ტენდერში მონაწილეობისა და შესაბამისი სამუშაოების წარმოებისგან.

დავიწყებდით რაღაცის გაკეთებას და მერე გამოჩნდებოდა, რომ გვირაბის თაღში პრობლემები იყო. ამიტომ დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები, ჩამოვიყვანეთ და პროექტი გადაკეთდა. ჩვენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ უსაფრთხოდ, მით უმეტეს, გვახსოვს, თუ რა მოხდა აღნიშნულ მეტროში. ბევრი კომპანია თავს იკავებს – ეშინია, ერიდება, რომ შემოვიდეს ტენდერში და შესაბამისი სამუშაოები აწარმოონ, თუმცა დღეს უკვე ყველა კვლევა ჩატარებულია. საჭირო სამუშაოებისთვის დროებით დაკეტილიც იყო მეტროსადგური. ახალი წლისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უპირობოდ და უანგაროდ, ტრადიციული ქართული ღირებულებებიდან გამომდინარე სოლიდარობას ვუცხადებ ირაკლი ღარიბაშვილს!” –

პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი მის ღიად ღალატს და ვახსენებდი საზოგადოებას...

ბელარუსში, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ნინო ნურჯანაძის შეხვედრას მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...