spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"2012 წლამდე, კონკრეტული  პარტიები, ვისზეც არის საუბარი, წარმოადგენდნენ...

“2012 წლამდე, კონკრეტული  პარტიები, ვისზეც არის საუბარი, წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, ძალიან ბევრი ბოროტება ჩაიდინეს და დღესაც, უკვე ოპოზიციის როლში, აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს” – კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე

ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და 1 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ და იმ დაპირებებს, რომელიც წინასაარჩევნოდ ჟღერდებოდა“, – განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ამით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, სამი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მოთხოვნით, მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე.

მისი თქმით, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეწეოდნენ და დღესაც ეწევიან საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ.

საუბარია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს და გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეწეოდნენ და ეწევიან საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, უგულებელყოფენ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას და ძირს უთხრიან, ზოგადად, სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. 

როდესაც შენ იმართები გარედან, ასრულებ გარე მითითებებს, საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, ქართველი ხალხი და ამ ქვეყნის მომავალი, რა თქმა უნდა,  ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ვერ იქნება ქვეყანაში.
პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, შემიძლია ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ – იგივე უკრაინაში მოხდა პარტიების გაუქმება, იგივე მოლოდვას მაგალითი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ  საიდან იმართება. როდესაც იმართები გარედან და ახორციელებ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ახალისებ ძალადობას, პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე  – პარტიების აკრძალვის შემდეგ ვადამდელი არჩევნების გზით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

2028 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები და თუ რა მიზანი ექნება „ქართულ ოცნებას“, საზოგადოება გაიგებს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ,  გამჭვირვალედ ვიქცევით და ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. დღეს ქვეყანა არის გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  ამ  გამოწვევებს გაეცეს ღირსეული პასუხი,”- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ის ზოგიერთი ევროპარლამენტარის შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ისინი ორმაგი სტანდარტების მატარებლები არიან.

ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის მაგალითია. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვადასხვა ქვეყანა, სადაც მოხდა პარტიების გაუქმება. საერთოდ არ არის საინტერესო ევროპარლამენტარები, ორმაგი სტანდარტების პრინციპებია. მე არ მომისმენია არცერთი განცხადება, როდესაც, მაგალითად, მოლდოვის არჩევნების წინ  ტელევიზიები, ოპოზიციური პარტიები გააუქმეს, არ მომისმენია განცხადება, როდესაც უკრაინაში პოლიტიკური პარტიები გააუქმეს. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია – რაც მათ აწყობთ ის, ყველაფერი  მისაღებია,  რაც მათთვის არ არის საინტერესო, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც, ძირითადად, დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუესა და ტყუილზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...