“ლელო ძლიერი საქართველოს” გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პარტიების აკრძალვის კანონი, სოციალურ ქსელში კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ნინო წილოსანი:
“ლელო ნაცების დასაცავად ისევ გამოაგორეს ))
როგორც მათი ბრიფინგიდან ირკვევა, აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოთი “ნაცების” აკრძალვის ინიციატივას და საპასუხოდ სარჩელის შეტანას აპირებენ👎🏻👎🏻👎🏻
კიდევ მერამდენე დასტურია საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ “ლელო” ბოროტი “ნაცების” დაჯგუფების ნაწილია?!” – აცხადებს ნინო წილოსანი.


 
                                    