spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბევრს მეხსიერებას აღვუდგენ და შევახსენებ, თუ რისთვის დაბრუნდა...

“ბევრს მეხსიერებას აღვუდგენ და შევახსენებ, თუ რისთვის დაბრუნდა პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილი” – ზაალ ანჯაფარიძე

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დაწყებულ საგამოძიებო საქმისწარმოებას, კონკრეტული განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებს შეახსენებს:

მესმის, თანაც ძალიან კარგად, საზოგადოების ნაწილის განწყობა ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ.

თუმცა, ბევრს, ვინც “ქართული ოცნების” გუნდის ყოფილი წამყვანი წევრების მიმართ განხორციელებული ქმედებებით გაოცებული, შეშფოთებული, ან ნაწყენია, მეხსიერებას აღვუდგენ და შევახსენებ, თუ რისთვის დაბრუნდა პოლიტიკაში, კიდევ ერთხელ, ბიძინა ივანიშვილი. 2023 წელს “ქ/ოცნების” ყრილობაზე მან ყველას გასაგონად განაცხადა შემდეგი:

ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისთვის 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“.

ბევრმა, მათ შორის “ქ/ოცნების” მომხრეებმა, შეიძლება ამ განცხადებას ყურადღება არ მიაქციეს. არადა, სულ ტყუილად. ეს იყო ახალი გზამკვლევი “ქ/ოცნებისთვის,” რომლის მატერიალიზაცია-რეალიზაციაც ეხლა ხდება.

შევხედოთ პროცესს ემოციების გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, და სავსებით მესმის მათი, ვისაც ამის გაკეთება უჭირს, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ამირან გამყრელიძე: “სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს”

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის...

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...