spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი?

მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! – გახარია რუსეთში კარიერის საკეთებლად წავიდა მაშინ როცა რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა იყო ძალიან ცუდი. 2008 წლის შემდეგ პერიოდზე მოდის მისი რუსული კარიერის პიკი.

მერე რატომ არავინ დაფიქრდა თუ როგორ აღმოჩნდა ის ივანიშვილთან წამყვან თანამდებობებზე, რატომ თხრიდა ის ქართველებს თვალებს რუსი გავრილოვის დასაცავად?

რატომ არავინ არ დასვა კითხვა თუ რატომ არ დაიჭირა ის ივანიშვილმა და რატომ გაუშვა წყნარად გერმანიაში. რატომ არავის არ გაახსენდა, რომ ივანიშვილი მუდმივად გვპირდებოდა – სწორი ოპოზიციის შექმნას, დაახლოებით როგორც თავის დროზე თურქმენბაშმა ოფიციალურად დანიშნა “ოპოზიცია”.

გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი. რატომ არ სვავთ კითხვას კი მაგრამ ხომ შეუწყვიტეს გახარიას “პარლამენტის” წევრებს უფლებამოსილება ოფიციალურად და ახლა როგორღა შედიან უკანონო პარლამენტში თუ ეს ივანიშვილთან წინასწარ შეთანხმება არ იყო.

ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, გახარიას ქოცებთან აერთიანებს ერთი მთავარი თვისება – უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა.

ახლა იდეალურ სიტუაციაში ვართ, ვინაიდან ყველაფერი გაცხადდა და ვინც კიდევ აგრძელებს თავის გასულელებას, იმას აწი აღარაფერი ეშველება.

სინამდვილე ისაა რომ მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილმა მათი პირობები შეუსრულა და გახარიას უბრძანეს პარლამენტში შესვლა. ამ სუბიექტზე ყოველთვის ძალიან მყარი აზრის ვიყავი და როგორც ყველა სხვა საკითხზე, ეს აზრი ახლაც არ შემიცვლია.

რისთვის სჭირდებათ ივანიშვილს და მის პატრონებს გახარია პარლამენტში?

მას შემდეგ რაც ივანიშვილი ნამდვილ პოლიტიკურ პროცესს მისი ჭკუით მოკლავს რეპრესიებით და პარტიების აკრძალვით, მას მაინც დაჭირდება პოლიტიკური პროცესის იმიტაცია, რათა საზოგადოების უკმაყოფილების რაღაც ნაწილი გაახმოვანოს გახარიას ლოიალურმა ოპოზიციამ და ამით ყურადღება გადაიტანონ ყველაზე მწვავე პრობლემებიდან.

ამით ივანიშვილი ფიქრობს კიდევ რამდენიმე წლის მოგებას. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ჩვენი ბედოვლათები ირანში პანაშვიდებზე სიარულს ვერ გაცდნენ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გეოპოლიტიკური პარალელი: "ესე იგი, ალიევს შეუძლია, ერთ...

“ნულოვანი თანაგრძნობა თქვენი ცხოვრების ფილოსოფიაა!” – ლელა ჯეჯელავა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან...

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...