სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი ,,ანგელოზი” და ეს ლიტონი სიტყვები არ არის” – შორენა ლობჟანიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ, მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით და სურსათის ეროვნულ სააგენტოს კონკრეტული თხოვნით მიმართავს:

“🔴 სოლიდარობა ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს‼️

დღეს, როდესაც საზოგადოებაში სულ უფრო მეტად იზრდება პასუხისმგებლობა ცხოველთა დაცვისა და ჰუმანური მოპყრობის მიმართ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანების ხმას, ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად და უანგაროდ იბრძვის უტყვი არსებების, ჩვენი მიუსაფრების სიცოცხლისა და კეთილდღეობის დასაცავად.

ბატონმა თამაზ ელიზბარაშვილმა სწორედ ამ ბრძოლას მიუძღვნა მთელი თავისი გააზრებული ცხოვრება და მისი საქმიანობა არაერთხელ გახდა საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითი, ხოლო მის მიერ დაფუძნებული თავშესაფარი ათასობით ცხოველის გადარჩენის სიმბოლოდ იქცა.

საქართველოში, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ნებისმიერ მოქალაქეს პირველად ვინც ახსენდება, როდესაც საკითხი ეხება მიუსაფარი ცხოველის გადარჩენას, არის სწორედ თამაზ ელიზბარაშვილი და მას ისე მიმართავენ, როგორც გაჭირვების ტაკლვესს, სასწაულმოქმედს, რომელსაც ყველაფერი შეუძლია და ყველაფერს შეძლებს, ყველა პრობლემას მოაგვარებს რაც მიუსაფრებს ეხება.

სამწუხაროდ, დღეს ბატონი ტამაზ ელიზბარაშვილი აღმოჩნდა სასამართლოს წინაშე იმ მიზეზით, რომ საჯაროდ გამოთქვა პროტესტი სახელმწიფო სტრუქტურაში არსებულ უმართებულობაზე და შესაძლო კორუფციულ სქემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქუჩის ძაღლების კასტრაცია – სტერილიზაციისა და ვაქცინაციის პროგრამასთან. ეს არ არის სამართალდარღვევა, ეს არის სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის დაცული როგორც მოქალაქის ფუნდამენტური უფლება.

დიახ, შესაძლოა ბატონი თამაზს ახასიათებს ემოციური, ცხარე და არც თუ ხშირად ლაკონური ან დახვეწილი საუბარი, მაგრამ ეს მისი სტილი და ინდივიდუალიზმია.

ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი ,,ანგელოზი” და ეს ლიტონი სიტყვები არ არის.

კანონის შესაბამისად, სახელმწიფო და, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველთა კეთილდღეობა, მათ შორის, მათი ჯანმრთელობის დაცვა, მიტოვებული ცხოველების ჰუმანური მართვა, ასევე სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური ღონისძიებების გამჭვირვალედ განხორციელება.

სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებაა განახორციელოს კონტროლი ბიუჯეტით განსაზღვრული სახსრების მიზნობრივად ხარჯვაზე, უზრუნველყოს ანგარიშგება საზოგადოებისა და შესაბამისი ინსტიტუტების წინაშე, და არ დაუშვას თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ან ნებისმიერი სახის ზიანის მიყენება ცხოველთა პოპულაციას.

იმ ფონზე, როდესაც არსებობს მრავალი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სურსათის სააგენტოს გარკვეულ მოხელეთა მხრიდან შესაძლო დარღვევებზე, მათ შორის, ბიუჯეტის არასათანადო გამოყენებაზე და უკვე გასტერილებული ცხოველების გაუჩინარებაზე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და წუხილიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული ააგენტო ვალდებული იყო დაეცვა გამჭვირვალობა, ხოლო ბატონი თამაზ ელიზბარაშვილის ქმედება არის არა დანაშაული, არამედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის უმაღლესი გამოვლინება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იგივე საჯარო სამსახურის მოხელეები არიან, რომელთაც სახელმწიფო თანამდებობა უკავიათ. შესაბამისად, კანონით მათ ეკისრებათ სავალდებულო თმენის ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ მათ მოვალეობად აქვთ საზოგადოებისა და მოქალაქეებისგან კრიტიკისა და ემოციური შეფასებების მოთმენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიტიკა ეხება საჯარო ინტერესს ან ბიუჯეტის ხარჯვას. შესაძლოა ბატონი თამაზის შეფასებები ზოგისთვის მკაცრი ან პირქუში ყოფილიყო, მაგრამ ის იყო მოქალაქის გულწრფელი გამოხატულება და არა პირადული შეურაცხყოფა. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქის ემოციური პროტესტი ვერ და არ ჩაითვლება სამართალდარღვევად.

მხოლოდ დიქტატორულ, ავტოკრატიულ სახელმწიფოშია შესაძლებელი მოქალაქის ემოციური პროტესტი ჩაითვალოს სამართალდარღვევად და სახელმწიფო სტრუქტურამ მოქალაქის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.

სრულ სოლიდარობა ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს.

მისი ქმედება, თუნდაც ემოციური, იყო გულწრფელი მცდელობა დაეცვა სამართალი, დაეცვა ისედაც გასაცოდავებული მიუსაფარი ცხოველები, შეემცირებინა მიუსაფრების ჯოჯოხეთი, უზრუნველყო ცხოველთა კეთილდღეობა და საჯარო რესურსების გამჭვირვალე გამოყენება.

21 ოქტომბერის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეში გახდება არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების სინდისის კიდევ ერთი გამოცდა.
ტესტი იმაზე, თუ რამდენად ვაცნობიერებთ, რომ სამართლიანობა და ჰუმანურობა სახელმწიფოს ბირთვია.
ტესტი იმაზე, თუ რამდენად ვაცნობიერებთ, რომ ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი უკვე ათწლეულებია სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს და ასეთ ადამიანებს დაფასება სჭირდება.

რამდენად ვაცნობიერებთ, რომ ოლიგარქიული რეჟიმის უსამართლო სასამართლოს პირობებში ასამართლებენ იმ ადამიანს, რომელსაც ფეხის წვერებზეც რომ შედგნენ, ვერ მისწვდებიან და ტოლს ვერ დაუდებენ სიკეთის და საქმის კეთებაში.

მივმართავ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომ უკან გამოითხოვოს სარჩელი, რადგან კორუმპირებული, უსამართლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერასდროს იქნება სიმართლის და სამართლის მხარეს და 21 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გინდაც 100%-ით მოიგოს ეს პროცესი, ის მაინც წაგებული პოზიციაში იქნება, რადგან სრულიად საქართველოს მოსახლეობის და ცხოველთადამცველების ზიზღს და აგრესიას დაიმსახურებს“, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება!” – სალომე...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაცხადებულ ინიციატივას, განათლების სისტემასთან...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...

“არ გიმართლებს ბაობაბებში, გაგიმართლებს კენგურუებში…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

“ყველა მიმდინარე ახალი კანონი და მომავალში რაც იქნება, ბუნებრივი გაგრძელებაა უკვე დამკვიდრებული ტოტალიტარიზმის გაძლიერების”...

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივებს და საკონსტიტუციო სასამართლოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...