ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქუთაისის ლაბორატორიაში შემოწმებულ 207 ანალიზზე უარყოფითი პასუხი მიიღეს

ქუთაისის ლაბორატორიაში შემოწმებულ 207 ანალიზზე უარყოფითი პასუხი მიიღეს

“Covid 19”-ზე 207 ანალიზი გამოიკვლიეს ქუთაისის ლაბორატორიაში და ყველა პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, ბიოლოგიური მასალა იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან იყო გაგზავნილი, მათ შორის 20 მედპერსონალის.

შემოწმებულ ანალიზებს შორის ექვსი წყალტუბოში ინფიცირებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კონტაქტებია.

შეგახსენებთ, წყალტუბოში თვითიზოლაციაში 20-მდე პირი იმყოფება, კარანტინში კი 12 ადამიანი. მათ შორის შვიდი არის ზემოაღნიშნული წყალტუბოში დაინფიცირებული 62 წლის მამაკაცის თანამშრომელი, ხუთი კი – ოჯახის წევრი. ეპიდემიოლოგები კონტაქტების და ინფიცირების პირველწყაროს კვლევას აგრძელებენ.

აქვე ინფორმაციისთვის 1 მაისის დღის ბოლოსთვის გაგაცნობთ კორონავირუსის დაავადების მხრივ ქვეყანაში არსებულ მონაცემებს:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 566
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 207
  • მათ შორის გარდაცვლილი – 7
  • კარანტინის რეჟიმში – 5025
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...