პარასკევი, მარტი 14, 2025
14.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციარუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით...

რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები – კელი დეგნანი

ამერიკის შერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

კელი დეგნანს მიეწოდა სრული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც ეხება უკანონოდ გაკეთებულ ბარიერებს მავთულხლართებს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ უკანონო ბორდერიზაციაზე, ვისაუბრეთ იმ ხალხის ბედზე და პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან პრობლემებს ოკუპაციის, საოკუპაციო ზოლისა და მავთულხლართების გამო. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელი ვიზიტი, ასეთი რანგის სტუმრების ვიზიტი რეგიონში ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა მათ თავისი თვალით და თვითონვე შეაფასონ ის პრობლემები, გამოწვევები და რისკები, რომლებიც მომდინარეობს ოკუპირებული რეგიონებიდან,“ – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

როგორც ელჩი დეგნანი აცხადებს, მას ოკუპირებულ ტერიტორიებთან, სოფელ ოძისთან მისვლის შესაძლებლობა პირველად მიეცა. ელჩმა დაგმო ბორდერიზაციის პროცესი, შეშფოთება გამოთქვა პანდემიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, განსაკუთრებით კი ლუგარის ცენტრისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობის შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საოკუპაციო ძალები და შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები:

„პირველად მომეცა შესაძლებლობა მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან და ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია მის მიერ.

ვფიქრობ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ მოვედი, რათა მენახა ჩემი თვალით, რა ხდება. განსაკუთრებით კოვიდის დროს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკურ ვითარების ნახვა.

მე ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

ინფორმაციას და კომენტარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია” – კახა კალაძე

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი,...

“ეს პატარა გველეშაპი ქვეყანა ასე მარტივად ყლაპავს თავისივე შვილებს” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე თავის...

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...