spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან...

“იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და გარედან იღებენ დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის” – კახა კალაძე

თბილისის მერი მედიასთან პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში შექმნილი აგენტურული ქსელიდან გამომდინარე.

იმ ადამიანების, პოლიტიკოსების ადგილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ გარედან დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის. კონკრეტული ფაქტები ვნახეთ, რამხლა ზიანის მომტანია ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. ჯერაც არ მოგვიშუშებია ის ტკივილი და უბედურება, რაც ქვეყანას დაატყდა თავს.

პოლიტიკაში უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს. უდიდესი პრობლემაა, როცა სხვა ადამიანების და არა ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურები. პოლიტიკური პარტია, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა არამხოლოდ საქართველოსთვის, სხვა სახელმწიფოებისთვისაც მწვავეა.

საუბარია აგენტურულ ქსელზე, რაც წლების განმავლობაში იქმნებოდა და ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ის შემქნილიყო. ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის. ბევრ სახელმწიფოში, სადაც კონკრეტული ადამიანები ცდილობდნენ, სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ, იგივე მეთოდებით მუშაობდნენ. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა. ამას ვამბობდით წლების წინ ჩვენ, რაზეც ქილიკობდნენ და დაგვცინობნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“დღევანდელ გადაწყვეტილებების მიმღებებს ისტორია ჩარეცხავს და ზვიად რატიანი კი დარჩება მთელი ამ სიბნელის ნათელ...

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ პოეტ ზვიად რატიანს, სასჯელის მკაცრი...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...