spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სიმართლე ვერ გაუქმდება რეჟიმის ბრძანებით! ვერც თავისუფლება აიკრძალება...

“სიმართლე ვერ გაუქმდება რეჟიმის ბრძანებით! ვერც თავისუფლება აიკრძალება მათი “კანონებით” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებებს აძლევს მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს და დაანონსებულ ინიციატივებს:

ყველამ ვიცით, რომ სიმართლე ვერ გაუქმდება რეჟიმის ბრძანებით! ვერც თავისუფლება აიკრძალება მათი “კანონებით”, მაგრამ ჩვენმა “ბოლომდემ” რომ აჯობოს მტრისას, გვახსოვდეს: რუსქოცური რეჟიმის ბელადები მოქმედებენ მარტივი პრინციპით — “გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩება“…

როცა მშვიდობიანი პროტესტი „კონსტიტუციური წყობის დამხობად“ შერაცხეს, ხოლო თავისუფლებისთვის ბრძოლა — დანაშაულად.

როცა უცხო ძალის დაკვეთით და ხალხის ნების წინააღმდეგ ცვლიან ქვეყნის საგარეო კურსს, ხოლო პროტესტის მონაწილეებს — ხალხის მტრებად, უცხო ქვეყნის მართულ, “დახელფასებულ” მოპროტესტეებად გვნათლავენ.

როცა მოქალაქეებს ართმევენ შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანებისა და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებას — და ამას აკეთებენ „კანონის სახელით“. ჩვენ კი ამ დროს პროტესტის ფორმებს ვუწუნებთ ერთმანეთს!

როცა 110-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე სტატისტიკად უნდათ გვიქციონ, რათა პროპაგანდამ მარტივად გააუფასუროს ამ ადამიანების ტკივილი – ოჯახებით, სახელებითა და ღირსებით მათ უკან.

ჩვენ სიმტკიცეს გვართმევს ამის დაშვება.

რეჟიმი გვასუსტებს მაშინ, როცა ერთმანეთს უსაგნოდ ვეკამათებით.
როცა გეგმის ნაცვლად ბრალს ვდებთ, როცა თავგანწირვა შეუნიშნავი გვრჩება — მაშინ იმარჯვებს ტირანია.

როცა დიქტატურა კარზე გვიკაკუნებს და ზოგს ჰგონია, რომ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას მოახერხებს. არადა, იმ წყალში თავისუფალი საქართველო იხრჩობა”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...