spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ გამოვა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება! ნუ ღნავით ახლა,...

“არ გამოვა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება! ნუ ღნავით ახლა, – იმკურნალეთ!” ბონდო მძინარაშვილი

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს ახდენს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი:

ნუ ღნავით, რა! 😡
ჰო, მამა გიცხონდათ, ორბელიანის მოედანზე დამკვრელებით მიხვედით და პრეზიდენტის სასახლის ღობე გაგეპრანჭათ და გამოგეცეკვათ!

ახლა ცდილობთ, იფუმფულოთ და იღუნღულოთ, თორემ კარგად გვახსოვს, 4 ოქტომბრამდე რა ბალღამიც ამოგდიოდათ და სიძულვილით შეპყრობილნი როგორი ანგარიშსწორებითაც იმუქრებოდით!

სახელმწიფო გადატრიალებაა პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა და ეს ასეა ყველა ქვეყანაში!
სახელმწიფოზე თავდასხმაა!

ჰოდა, თუ აქამდე არ დაინტერესებულხართ, ახლა წაიკითხეთ, რა სასჯელს ითვალისწინებს ეს დანაშაული!

მართლა ფილიგრანულად მოქმედებდნენ სამართალდამცველები და ამიტომაც აიცილეს თავიდან მსხვერპლი, თორემ თქვენ ამისთვისაც მზად იყავით!

ოღონდ, საკუთარი თავის არა, სხვის მსხვერპლშეწირვასაც არ მოერიდებოდით!

არ გამოვა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება!
აღარ გამოვა!

აღარ გაგივათ 1991-92-ის და 2003-ის სახელმწიფო გადატრიალებების მომწყობებს და მათ გაზულუქებულ მემკვიდრეებს!

შეეგუეთ, რომ საქართველო აღარასოდეს გახდება თქვენი არჩივი!

გითხრეს არაერთხელ!
მოისმინეთ, მაგრამ არ შეისმინეთ!
ჰოდა, ნუ ღნავით ახლა, – იმკურნალეთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის...

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...