spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ...

“რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები როგორიც არის ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი და სხვები, რომლებსაც არ სჭირდებათ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყების მოსაწყობად ვინმეს კარნახი ან ვინმეს ორგანიზება” – ბაჩო ახალაია

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ჟურნალისტებთან კომენტარში საუბრობს 4 ოქტომბრის პროცესის ორგანიზებისა და პროპაგანდის შესახებ:

,,ძალიან მრცხვენია, ძალიან, ძალიან „მიტყდება“, ასე ვთქვათ, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს, ძალიან სამწუხაროა.

მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, მანდ რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება? საკუთარი თვალით ვერ ხედავენ სად ცხოვრობენ?! საკუთარი მოსაზრების, ბატონი პაატას მოსაზრების ფორმირებას, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრების, მურთაზ ზოდელავას მოსაზრების ფორმირებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება? თუ რავიცი, მიტინგზე ხალხის მოსვლას სჭირდება ორგანიზება?

აქ საუბარია ერთ ძალიან მარტივ რამეზე – რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები როგორიც არის ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი და სხვები, რომლებსაც არ სჭირდებათ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყების მოსაწყობად ვინმეს კარნახი ან ვინმეს ორგანიზება.

მე მგონია, რომ ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, რომელშიც 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე ,,ბუა”, მათ შორის ერთი მე ვარ”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...