ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს საქმეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას, მძიმე შეფასებებს აკეთებს და კონკრეტული ვარაუდებს თუ მოლოდინებს გამოთქვამს:

მანიაკებმა დააპატიმრეს გოგი ჩახუნაშვილი – სახელგანთქმული ექიმი. უკეთილშობილესი ადამიანი და მოქალაქე, უმაგრესი ოჯახის მამა. იჭერენ ინტელექტუალებს, სპორტსმენებს, ყველანაირ ადამიანს.

იყო დრო მარტო “ნაცებს” იჭერდნენ, ახლა ყველას.

იყო დრო ქალებს არ ეხებოდნენ, ახლა ციხეში ბევრი ქალი პოლიტპატიმარია.
ადრე ოჯახის წევრებს არ დასდევდნენ, ახლა პატიმრობა გამოაქვთ და სახლიდან ასახლებენ.

ადრე ასაკოვანებს ინდობდნენ, ახლა განსაკუთრებით მათ დასდევენ.

ადრე ქოცობა იმუნიტეტს ნიშნავდა და ახლა სრულიად პირიქით.

ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს საქმეს.

არის კიდევ ერთი ამბავი – ოპოზიციური ტელევიზიები მთელი ეს დრო ჩემს პოსტებს აიგნორებენ. სამწუხაროდ, რეჟიმის მიერ მალე ისინი ეთერიდან ჩაიხსნებიან და სატელევიზიო ეთერში მათ ვეღარავინ გამოესარჩლება. ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ ძალა ურთიერთ სოლიდარობაში და ერთობაშია!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი,...

“საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს” – ირაკლი კობახიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ პოზიცია...

“რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე” – კახა კალაძე აქციების შესახებ

„როგორც კი სახელმწიფომ აჩვენა ძალა, გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, გადაბრალება...

“აქციის ორგანიზატორების ვალია ამ ქვეყნის ისტორიის წინაშე, ვიცოდეთ რა მოხდა სინამდვილეში და ვის გამო...

4 ოქტომბრის მოვლენების შედეგად დამდგარ რეალობაზე საუბრობს და ორგანიზატორებისგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...