პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ავი განზრახვა არ გქონდათ, სინდისთან მართლები ხართ და...

“ავი განზრახვა არ გქონდათ, სინდისთან მართლები ხართ და საქართველოსთვის იბრძოდით” – ნუგზარ წიკლაური 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებზე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს:

მშვიდობიანი რევოლუცია, – ასე ამბობდნენ პაატაც, მურთაზიც, სხვებიც და ამატებდნენ, რომ ყველანი ბავშვებთან ერთად მიდიან რუსთაველზე – აქედანაც კი ჩანდა, რომ ამ ადამიანებს ძალადობის განზრახვა არ ჰქონდათ და საბოლოოდაც ხომ საკუთარი თავი მიიტანეს მსხვერპლად.

ძალადობრივ რევოლუციაზე ბავშვებით არ მიდიან!

მათგან არავის დაუგეგმავს სისხლი, ტერორი, აფეთქება, ძალადობრივ რევოლუციებს რომ ახლავს თან. მესერის ჯანჯღარიც რაღაც არარევოლუციური იყო, ალბათ ასჯერ რომ გვინახავს მიტინგებისას ყველა ქვეყანაში.

აბა რა იყო ის დღე? პატრიოტი ქართველების გამოსვლა იყო გარუსების, უსამართლობის, ქვეყნის დაკარგვის წინააღმდეგ: თითქოს პოეტის სტრიქონებიც მოჰქონდათ მანიფესტად: “ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ რუსები”.

და რაც მთავარია, რუსთაველზე გამოსულ ასი ათას კაცსაც ვერავინ დასწამებს ძალადობას – საგანგებოდ მშვიდებს, ლამაზებს და საქართველოზე მოფიქრალებს ❤️

თუ ვინმეს ძალადობა უნდოდა იმ დღეს, ეს იყო რეჟიმი (მერე ხო აღიარა კობახიძემ, – დავაცადეთ და რობოკოპების სახით სიურპრიზი მოვუწყვეთო). მანამდე იყო ვითომ ტროტილი საწვავის ავზებში, მიწაში “აღმოჩენილი” იარაღი, ყალბი ჩანაწერები, ასე რო გვახსენებდა საბურავების საწყობებს და ძველ ცილისწამებებს.

თუ ვინმეს ჩაუვარდა გეგმა იმ დღეს, ეს იყო რეჟიმი, რადგან არავინ არც აქ და არც მსოფლიოში, არ დაიჯერა ბავშვებიანი ძალადობრივი რევოლუციისა.

აი, ხო დაიჭირეს “ძალადობის” ორგანიზატორები, დაიჭირეს მონაწილენი, მაგრამ თვით ძალადობა არც იყო და არც არსად არის და ამიტომ დარჩა მხოლოდ რეჟიმის შურისძიება, ტერორი და ულმობლობა ყველა პატრიოტი ქართველის მიმართ; დარჩა რეჟიმის სურვილი მოგვწყვიტოს ევროპას, წაგვართვას თავისუფლება და აზიურ დესპოტიად გადააქციოს უძველესი ქრისტიანობის ქვეყანა.

ბრძოლა ბოლომდე – ამ რწმენით გრძელდება ჩვენი მოძრაობა, რომელსაც ათასწლოვანი ისტორია აქვს და დამარცხება არ უწერია.

დაკავების წინ თქვა მწარედ მურთაზ ზოდელავამ, – შეცდომა იყოო, რესურსიანებს არა, გულანთებულებს ენდეთ, – ისინი არ გაგყიდიანო.

ჰოდა, იცოდეს მანაც, პაატამაც და ყველამ: გულანთებულმა ხალხმა იცის, რომ ავი განზრახვა არ გქონდათ, სინდისთან მართლები ხართ და საქართველოსთვის იბრძოდით“, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჯერ ადამიანები იყავით და მერე ეგებ პოლიტიკოსებადაც შედგეთ!” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა თავის პოზიციას აფიქსირებს დაპატიმრებულ პირებთან მიმართებაში...

“აი, რა არის დიქტატურა და როგორი ადამიანები აღმოჩნდნენ დღეს ციხეში” – ვასილ ბარნოვი

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი 4 ოქტომბრის აქციის დაპატიმრებული ორგანიზატორების...

“სისხლი მეყინებოდა, როცა დალეწილ, დასისხლიანებულ ახალგაზრდებს ვუყურებდი… რამდენიმე დღეში, ერთი ახალგაზრდის გადასარჩენად გაქცეულს, სახის...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი ემოციური...

“არც “მშვიდობიანი დამხობა” და არც “ალერსიანი ჩარეცხვა”! ეს იყო ნარ-ნარ გადატრიალება!😉” – ბონდო...

ბონდო მძინარაშვილის ირონიული მინიშნებები: "არც "მშვიდობიანი დამხობა" და არც "ალერსიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დარბაზში, სადაც მთავარი თემა რუსეთის აგრესიის შეჩერება იყო” – ნინო...

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...