კვირა, ოქტომბერი 5, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" საშუალება მისცა საზოგადოებას, თავისუფალი...

“ჩვენმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” საშუალება მისცა საზოგადოებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს” – ბიძინა ივანიშვილმა

არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა:

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია.

ჩვენმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” საშუალება მისცა საზოგადოებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც ბოლო წლებში თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ.

13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ, საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გავუსვათ გახლავთ ის, რომ “ქართული ოცნების” წევრებმა, ისევე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება.

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს. მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება.

იმედია, დღეს საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებულად მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ“, – განაცხადა ბიძინას ივანიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დესპოტმა ივანიშვილმა ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგაც აღძრა საქმე, შვილთან “თანამონაწილეობის” გამო” – ნინო ჯანგირაშვილი

პატიმრობაში მყოფი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების...

“4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია. ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი მებრძოლი...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ლევან ხაბეიშვილის მეგობრები ლაშა...

“ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე ამ ბრძოლას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო კარგი წლები...

8 წლიანი განშორების შემდეგ, 2021 წელს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში...

“დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები ასე ეცემიან” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“სინამდვილეში ხაბეს ძალა რაშია – მას უბრალოდ ძალიან სჯეროდა რომ ხელისუფლება ისეთი სუსტია როგორც...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...