spot_img
მთავარიდაპირისპირება"ჩმორებო, თქვენი არავის არ ეშინია. მხნედ ვარ, ბრძოლის...

“ჩმორებო, თქვენი არავის არ ეშინია. მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში” – იგორ ნარმანია

ჩმორებო, თქვენი არავის არ ეშინია.
მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, არ მიხვიდეთ რუსულ საარჩევნო უბნებზე, გელოდებით 4 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი“, – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგორ ნარმანია მასზე განხორციელებულ თავდასხმას.

ცოტახნის წინ მეტეხის წინ სტუდენტებზე მოხდა თავდასხმა, სადაც ახალგაზრდები განცხადების გასაკეთებლად, რომელიც უკავშირდებოდა 4 ოქტომბრის დიდ აქციას, მაგრამ სწორედ ამ დროს მათთან მიცვივდნენ ტიტუშკები და ახალგაზრდებს ფიზიკურად
გაუსწორდნენ.

სასტიკად არის ნაცემი “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგორ ნარმანია. გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ სდის მას სისხლი თავიდან:

აგრესიულად იყვნენ განწყობილები, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია ჩვენი თანატოლების მიმართ, მაგრამ ესენი არიან ჩმორები, “ქართული ოცნების” სახე.

ამით კი არა, ვერაფრით ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ? ეგენი ვერავის დააშინებენ. გვერდიდან მომეპარა, ათასობით კამერაა აქ და პოლიცია დაინახავს როგორ გვერდიდან მომეპარა ეს ჩმორი, რა უნდა ვუწოდო ისიც არ ვიცი. ერთი-ერთზე მოვიდეს და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ გვერდიდან რომ მოდიხარ, ამ ნივთით, ხელით მოდი, პირისპირ მოდი, შენი არავის არ ეშინია ჩმორო, ქათამო, რადგან თქვენ ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან, რადგან თქვენი არასდროს არავის არ ეშინოდა, ეს არის ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყანაში დაიწყო 30 წლის წინ და ამ ბრძოლას დავასრულებთ და ექნება ლოგიკური დასასრული, ეს არ იქნება მოჯადოებული წრე.

ყოველთვის, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვდიოდი, ეს გააზრებული მქონდა. გააზრებული მქონდა ისიც, რომ ზოგჯერ ციხეში შეიძლება მოგვიწიოს ჯდომა, ზოგჯერ ვიღაცა აი ასე მუხანათურად მოვიდეს და ჩაგარტყას, რადგან ეს არის რუსული სახის გამოვლინება, სად შეუძლია ქოცს, სად აქვს მაგის გამბედაობა, რომ ერთი-ერთზე მოვიდეს მუშტით კაცთან, ეს არ აქვს, ეს შნო რომ არ აქვს ქოცს, ამიტომ არიან მართალი ქართველები ჩვენს მხარეს, ამიტომ გავცემთ მაგ ძალადობას და უსამართლობას პასუხს, თორემ ამათი არავის არ ეშინია, ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც “ქართულ ოცნებას” შეუშინებია.

ძალიან მშვიდობიანად ვაგრძელებთ ბრძოლას, ერთადერთი ადამიანი ვის გამოც ახლა ვნერვიულობ დედაჩემი და მამაჩემია, დანარჩენი არ მადარდებს არაფერი, ეს ქვეყანა უნდა დავიხსნათ.

ჩემი თანატოლები ახლა, რომლებიც არიან პოლიტპატიმრები მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძოლა გეძღვნებათ თქვენ, ჩემი მეგობრები ახლა პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ, გარეთ უნდა იყვნენ და არა ის, რომ “ოცნებამ” ჩვენი თანატოლები აქციოს ასეთ ჩმორებად და ტიტუშკებად, რომლებიც აქ მოაგზავნეს.

მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში, არ მიხვიდეთ არანაირ სპეცოპერაციაზე და რუსულ საარჩევნო უბნებზე, გელოდებით 4 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი”, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,...

“ბოროტება წარმატებული მხეცის ნიშანია!” – ლაშა ბუღაზე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“ბოროტ თესლს თუ ნიადაგი მზად არ დახვდა, ის ვერ აღმოცენდება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მეტაფორული შედარება-შეფასებები ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით: "ბოროტ...

“ნებისმიერი ტირანიის მთავარი საყრდენი არა ძალადობა, არამედ გულგრილობაა” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: "გახსოვთ ის დღეები,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...