“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით, საზოგადოებას მიმართავს და 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს:
“რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე?
პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის!
იმიტომ რომ ჩუმად ყოფნა ნიშნავს თანხმობას, შეგუებას ძალადობასა და უსამართლობაზე.
იმიტომ რომ ერთად ძლიერები ვართ!
უზურპატორი უნდა წავიდეს!
ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
02.10.2025