ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ირონიული შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დღეს დარბაზში, სადაც მთავარი თემა რუსეთის აგრესიის შეჩერება იყო.
ყველა ამაზე ლაპარაკობდა – სამხედრო შეკავება, ჰიბრიდული ომის შეკავება, იქ ზელენსკი ევროპასთან ერთობლივ თავდაცვაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე ლაპარაკობდა, აქეთ მაკრონი იმაზე, რომ რუსეთი სულაც ვერ იგებს ომს და კარგია, რომ ტრამპიც მიხვდა ამას. სანდუ ყვებოდა, როგორ აღკვეთა რუსული ფულის ტრიალი მოლდოვაში და მაგათი საინფორმაციო და კიბერშეტევები, მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს დახმარებისთვის, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისთვის. ნუუ, სტარმერი და ტუსკი გასაგებია რაზეც ილაპარაკებდნენ.
მოკლედ, იჯდა ხალხი, ევროპელები და თავის ევროპულ ამბებს არჩევდნენ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ერთიან საფრთხეზე, ერთობლივ ბრძოლაზე, გეგმებზე, როგორ გახადონ ევროპა უფრო დაცული და მდიდარი. ერთმანეთს ამხნევებდნენ, მადლობას ეუბნებოდნენ. და ამ დროს ხმაჩაკმენდილი იჯდა იქ კაცი, რომელიც ამათ ყველას მტრად თვლის და დიფსთეითის აგენტებად, უკრაინაში ომის დაწყებაში ზელენსკის ადანაშაულებს, ევროპას მომაკვდავს ეძახის, საქართველოში დასავლური ფული აკრძალა, ეს ყველა საქართველოს მტრად გამოაცხადა, საქართველოს განადგურების მცდელობას აბრალებს, დღედაღამე ყვება, რომ ევროპა და ევროპული ბიუროკრატია ბოროტებაა და რა ვიცი კიდევ რას აღარ.
ხოდა, შე მაიმუნო, დაგპატიჟეს რაღაც გუგებარი მიზეზის გამო, რას მიეხეტები მაშინ, თუ მაგათ ყველას ბოროტებად და მტრად თვლი? ან წამომხტარიყავი შუა დისკუსიებში და დაგეყვირა ძირს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი! უფრო პატივსაცემი იქნებოდი დედას გეფიცები“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.