ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე ამ ბრძოლას, მაგრამ ზუსტად...

“ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე ამ ბრძოლას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო კარგი წლები წინ გვაქვს” – მიხეილ სააკაშვილი

8 წლიანი განშორების შემდეგ, 2021 წელს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც იგი დააკავეს და დღემდე პატიმრობაშია. 4 წლის წინ, სექტემბრის ბოლოს საქართველოს შემოსვლამდე და მას მერე, კონკრეტულ ფაქტებს, ისტორიებს იხსენებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი:

2021 წლის სექტემბრის ბოლოს დავტოვე ჩემი ლამაზი ახალაშენებული სახლი კიევის გარეუბანში (ეს იყო ყველაზე კარგი სახლი რომელიც როდისმე მქონია) გავიარე ჩემს სამსახურში, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში, სადაც ჩემი დიდი კაბინეტი მისაღებით პირდაპირ ზელენსკის კაბინეტის ზემოთ იყო განლაგებული და სადაც ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა.

მოვაწესრიგე საბუთები და გავემგზავრე პირდაპირ ოდესაში. ამ ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, რომელშიც ადრე გუბერნატორი ვიყავი და საიდანაც 230 კილომეტრიანი გზა ავაშენე ევროკავშირის საზღვრამდე.

ბოლოჯერ ჩავეხუტე ალისას და გავემგზავრე პორტისკენ, რომელსაც ჩემი გუბერნატორობის დროს გადავარქვით სახელი ლენინის მიხედვით დარქმეული ილიჩოვსკიდან. ჩენრო მორსკზე დავჯექი ბორანზე და გავემგზავრე საქართველოში.

ეს არ იყო ჩემი პირველი მცდელობა საქართველოში დაბრუნების. ერთი წლით ადრე საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დავჯექი კატერზე და წავედი საქართველოში. გზიდან ჩავერთე დიდ მიტინგს თავისუფლების მოედანზე პირდაპირ კატერის ტრიუმიდან.

რუსეთის ტერიტორიული წყლებიდან სოჭის აკვატორიაში დაახლოებით 5 კილომეტრში კატერს კარგად არყევდნენ ტალღები და ამიტომ თბილისში ეკრანზეც იგრძნობოდა ეს რყევა. შეიძლებოდა დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ კამერის ოპერატორს უყანყალებდა ხელი.

ჩართვის შემდეგ ბათუმისკენ გავაგრძელეთ გზა. გზაში ჩერჩილის ბიოგრაფიას ვკითხულობდი. როგორც ჩანს ჩვენი სატელეფონო სიგნალი გადაიჭირეს და ბათუმში გამოცხადდა განგაში. სპეცრაზმი მოიყვანეს მზადყოფნაში (რაც მათმა მებრძოლებმა შეგვატყობინეს) ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ ჩავიდა იქ.
ამასობაში ატყდა დიდი შტორმი, რომელმაც სერიოზულად დაგვამუხრუჭა, ტალღები თავზე გადადიოდა, ტრიუმში მთელი ავეჯი დაიმტვრა და თან გზაში ჩემი ჯერ კიდევ ევროპაში აღმოჩენილი კოვიდი საკმაოდ გამიმწვავდა, სიცხე მქონდა და სატურაცია 87-ზე ჩამომივიდა.

თითქოს ყველა ფაქტორი ჩვენს წინააღმდეგ ამოქმედდა და მივიღე გადაწყვეტილება უკან დაბრუნების. ამიტომ 2021-ში კატერზე უარი ვთქვი და უფრო საიმედო თუმცა უფრო სარისკო აღმოჩენის კუთხით, ბორნით წამოვედი.

რატომ მივატოვე ჩემი ძალიან კომფორტული ცხოვრება უკრაინაში, სადაც დიდ პატივს მცემდნენ? უბრალოდ აღარ შემეძლო ძალიან დაჩქარებული ტემპით საქართველოს განადგურების ყურება.

20 ივნისის შემდეგ საპროტესტო მოძრაობაც მძლავრად დაიწყო და მე არ მიმაჩნდა სამართლიანად შორიდან, უსაფრთხო დისტანციიდან წინააღმდეგობისკენ მოწოდება.
დაახლოებით ამ დროს წავიკითხე ფილოსოფოსის, ნასიმ ტალების, ამსტერდამში ნაყიდი წიგნი, რომელიც შეიცავდა თეორიას რომ თუ ბრძოლაში გამარჯვება გინდა, აუცილებლად უნდა შეაგდო შიგ საკუთარი ტყავი.

და მე გადავწყვიტე საკუთარი ტყავის შეგდება. არა უბრალოდ წარსულ დამსახურებებზე აპელირება არამედ ახალ ბრძოლაში ყველაფრის გარისკვა.

რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ შეიძლება გზაში მოვეკალით, რომ თითქმის 100%-ით ციხეში მოვხვდებოდი, რომ იქ შეიძლება ცუდად მომქცეოდნენ, (სინამდვილეში მომწამლეს და მირტყეს, რამაც ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა) მაგრამ მაშინაც და ახლაც იმედი მქონდა ქართველი ხალხის თავისუფლების მოყვარეობის და ბრძოლისუნარიანობის.

დღეს სრულდება 4 წელი რაც ციხეში ვარ. აკრძალული მაქვს სატელეფონო კომუნიკაცია, თანამებრძოლებთან შეხვედრები, მაგრამ ერთი წუთით არ გამნელებია ბრძოლის ჟინი, მაშინაც როცა სიკვდილის პირას ვიყავი და ახლაც როცა 4 ოქტომბერს ველოდები.
დიახ ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე ამ ბრძოლას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო კარგი წლები წინ გვაქვს.

ციხიდან დაუსწრებლად გავიცანი და დავუმეგობრდი ბევრ ახალგაზრდა თანამებრძოლს. ისინი დიდი ენერგიას მაძლევენ და ჩემი ვალია მათ დავუდგე გვერდით ახალი საქართველოს მშენებლობაში.

ყველანი რუსთაველზე 4 ოქტომბერს!
ყველანი საქართველოსთვის და თავისუფლებისთვის!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღევანდელ ე.წ. სასამართლოს ჰქვია 4 ოქტომბრით შეშინებული ქართველი ხალხით დამანდრაჟებული კრიმინალური კლანის მორიგი საცირკო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერ გამართულ სასამართლო...

“საქართველომ ისეთივე გზა გაიარა ბოლო 13 წელიწადში, როგორც გაეროში ერთი მიშადან – მეორემდე!” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთგვარი უკმაყოფილება  თავის სეხნია...

“ჩვენი ერთად დგომით უნდა ვიხსნათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება!!!” – ბეჟან...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარში, 4 ოქტომბრის საპროტესტო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“რუსეთში ვერ წავა, რადგან მთელს ფულს წაართმევენ, ევროპა არ შეუშვებს, ამიტომ…” – მიხეილ სააკაშვილი

ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარი "ტესტ-შეკითხვით" და კონკრეტული...