ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიტაქსის მძღოლები მიიღებენ დახმარება, შემოვიყვანთ ველოსიპედებს, გვექნება საინტერესო...

ტაქსის მძღოლები მიიღებენ დახმარება, შემოვიყვანთ ველოსიპედებს, გვექნება საინტერესო პროექტები – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე რამდენიმე სიახლე და მომავალი პროექტები გააცნო საზოგადოებას, რის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში აპირებს მერია. მერის განცხადებით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ გრძლედება, თუმცა სულ ამ მდგომარეობაში არ იქნება საქართველო და მომავალზეც უნდა იფიქრონ.

დედაქალაქის მერმა ელექტროსკუტერების სერვისის დანერგვასთან ერთად დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში თბილისის მერია გეგმავს ველოსიპედების შემოყვანას, მათ შორის იგეგმება სამბორბლიანების შემოყვანაც, რომლებიც მარტივი და მოსახერხებელი იქნება მცირეწლოვანი ბავშვების გადასაყვანად. კახა კალაძემ კიდევ ერთი სიახლე ამცნო საზოგადოებას, რომ თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლები სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ:

„ჩვენი ქალაქისათვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობა, შესაბამისად ამ მიმართულებით, რომ ქალაქში იყოს სუფთა ჰაერი და იყოს მოწესრიგებული მდგომარეობა ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანად ჩანაცვლება/განახლება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით.

პროცესი დაწყებულია, მიკროავტობუსების მთლიანი ჩანაცვლება/განახლება მოხდება. ტენდერიც იყო გამოცხადებული მიკროავტობუსების შესაძენად, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე პრიორიტეტების გადათამაშება მოხდა და დროებით გადაიდო მიკროავტობუსების შესყიდვა, რა თქმა უნდა განხორციელდება ეს პროექტი ოღონდ ცოტა მოგვიანებით, რადგან დღეს დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტები გამოიკვეთა. განვახორციელეთ სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია ზოგი პროექტი დასრულდა, ზოგი გრძელდება.

მუნიციპალიტეტი მომდევნო თვეების განმავლობაში აპირებს ველოსიპედების შემოყვანას, რომელიც ალბათ მეტრომანზე იქნება მიბმული. საკმაოდ საინტერესო პროექტი იქნება.

იგეგმება სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანა მათთვის, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, ასევე შეუძლია ბავშვები ჩაისვან უკან. ასეთი ველოსიპედის შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს.

მინდა ასევე სიახლე გამცნოთ, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზე საუბარი იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში. თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა დამადასტურებელი ცნობები უნდა წარმოადგინონ ფინანსთა სამინისტორმ უკვე წარადგინა, ასევე “ესემეს”-ებსაც მიიღებენ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...