საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში მოსაზრებებს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სცენარით შესაძლოა წარიმართოს 4 ოქტომბრის მოვლენები:
“მე მგონია, რომ 3 სცენარით შესაძლოა წარიმართოს მოვლენები. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში ნამდვილად გამოვა და მოითხოვს მთავრობის გადადგომას, თუმცა აქ გათვლა რაზე აქვს მმართველ პარტიას – როგორც არბევდა მომიტინგეებს, მას შემდეგ რაც 28 ნოემბრიდან დაიწყო აქციები, ამ დარბევას დაიწყებს ისევ და დამატებითი ძალების მობილიზებას მოახდენს. ან დაელოდება, ხალხიც დაიღლება, დაიშლება და აქედან გამომდინარე, შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ეს არის ყველაზე პესიმისტური სცენარი.
მეორე ვარიანტის მიხედვით, ხელისუფლება გაითვალისწინებს ხალხის რაოდენობას, ზეწოლას და დროის მოგების მიზნით შეიძლება თანხმობა განაცხადოს, რომ დაიწყოს მოლაპარაკება არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით.
მესამე ვარიანტია, რომ ხალხის ზეწოლას ვერ გაუძლოს ხელისუფლებამ და იძლებული გახდეს, რომ გადადგეს. ნებაყოფლობით, რა თქმა უნდა, არ გადადგება, მაგრამ ზეწოლით კი. დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები ასე ეცემიან, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ქუჩაში და მერე იძლებულები არიან დატოვონ ძალაუფლება“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე