ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიირაკლი ფავლენიშვილი: "4 ოქტომბერი აშინებს ივანიშვილს ყველაზე მეტად"

ირაკლი ფავლენიშვილი: “4 ოქტომბერი აშინებს ივანიშვილს ყველაზე მეტად”

“პიჯაკების საქმე“, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო საქმედ შევიდა, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივლისში უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ გადმოიტანეს 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან ივანიშვილს ყველაზე მეტად სწორედ 4 ოქტომბერი აშინებს,“ – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე ამახვილებს ყურადღებას:

ზოგადად ამ პროცესების ჩანიშვნის მიზანი არის ძალიან მარტივი. ჯერ კიდევ ივლისში უნდა გამოცხადებულიყო განაჩენი, მაგრამ გადმოატანინეს 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან 4 ოქტომბერი აშინებს ივანიშვილს ყველაზე მეტად.

რაც შეეხება ზოგადად ამ საქმეს, ყველამ ვიცით, რომ ეს არის შეკერილი საქმეები და ცივილიზებულ სამყაროში არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ შეკერილ საქმეებს, მათ შორის ჩვენ ვიცით, რომ ის საქმე, რომელზეც დღეს გამოცხადდება განაჩენი თემურ ჯანაშიასაც ეხება, ეს საქმე გახმაურებულია როგორც “პიჯაკების საქმე”, ასე შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

არავისთან ეს საქმე არ არის დაკავშირებული რა ბრალდების გაჟღერებაც ხდებოდა პროკურატურის მხრიდან, პირიქით, დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანი, პრეზიდენტი, რომელიც ხარჯების გაწევას ახდენდა საკუთარი ქვეყნის იმიჯისთვის, საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობისთვის ხარჯავდა; მხილებულია იმ ხარჯებში, რომელიც უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, ანუ თავისი უფლებამოსილების გამოყენების გამო არის შეკერილი ეს საქმეები და ყველა ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა კონკრეტული დანაშაულები, არამედ კონკრეტული ადამიანის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარში, 4 ოქტომბრის საპროტესტო...

“დღემდე, როცა თვალებს ვხუჭავ, ისევ ჩემს დაკარგულ ქალაქში ვბრუნდები…” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილის, ანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...