ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისთვის და "ვენოკებისთვის", მაშინ როცა...

“პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისთვის და “ვენოკებისთვის”, მაშინ როცა თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი სასამართლო განხილვების დაჩქარებას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ყოველივე ეს მიზანმიმართულად ხდება:

ივანიშვილმა ამ კვირაში გადმოატანინა ჩემი „სასამართლო“ განხილვები, ხოლო კვირის დასაწყისში კი მკვეთრად ააჩქარა და ყოველდღე ჩანიშნა სხდომები. რა თქმა უნდა, ის ამას აკეთებს თავის კურატორების ინსტრუქციით. რატომ მაინცდამაინც ახლა? ამას აქვს სამი ძირითადი მიზეზი:

1) ეს კვირა ემთხვევა ჩემს გაეროში გამოსვლის წლისთავს, რომელმაც მაშინ დიდი პრობლემები შეუქმნა რუსებს;
2) კვირის ბოლოს მოლდოვაში იმართება არჩევნები, სადაც რუსეთი ისევეა ჩართული, როგორც აქ 2012-ში. შესაბამისად მათ სურთ ჩემი მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დამძიმება.

მე მოლდოვაში ძალიან კარგად ვარ ცნობილი და ასევე ჩემი ახალი „სასჯელებით“ მოსკოვი სიგნალს უგზავნის ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ მაია სანდუს.

ასევე ჩემი შემდგომი „გასამართლება“ საჭიროა 4 ოქტომბრის წინ.

ყველაზე ცინიკური ისაა რომ მე რომელიც ვარ საქართველოში და უკრაინაში კორუფციის მთავარი მტერი და კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი მსოფლიოში, პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისთვის და „ვენოკებისთვის“, მაშინ როცა თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ გონზე არ ვართ, რა ბნელი და ადამიანის მოძულე თანამოქალაქეების გარემოში ვცხოვრობთ” – გოჩა...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება: "ჩვენ...

“ზოგიერთი აქაური “ექსპერტის” წიაღსვლები საოცარიც არის, სასაცილოც და ამავე დროს სამწუხაროც” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტში კონკრეტულ პოზიციებს...

“არც ახალია და არც გასაკვირი, გოგა ხაინდრავას მიმართ უბინძურესი თავდასხმების კასკადი” – ვატო შაქარიშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში...

“გრძელდება შანტაჟი და მუქარა საქართველოსთან მიმართებით” – კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის ახალ წესებზე

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...