პარასკევი, აგვისტო 1, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხელისუფლებამ შეზღუდვები შესაძლოა კვლავ გაამკაცროს, ჩვენმა მოქალაქეებმა ამ...

ხელისუფლებამ შეზღუდვები შესაძლოა კვლავ გაამკაცროს, ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კოვიდ19-თან ბრძოლაში გამარჯვება – ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. თუ კონკრეტულად რა საკითხები იყო განხილული საბჭოზე ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მიაწოდა ჟურნალისტებს. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით დღეიდან იწყება შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპი. რაც გულისხმობს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავისუფალ გადაადგილებას და ტაქსების ოპერირებას. ასევე დღეს და ხვალ – 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა, მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები:

„როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ასევე ეკონომიკური გახსნის გეგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ასევე, შესაძლებელია ტაქსების ოპერირება, ასევე შესაძლებელია ონლაინვაჭრობა, როგორც საბითუმო, ასევე საცალო და ამოქმედდება აგრარული ბაზრები.

აქ მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ეს სერვისი და ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლისა და შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ დავიცვათ ის მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსნება ეკონომიკური შესაძლებლობები და გარკვეულ წილად იხსნება შეზღუდვები ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ყველა მოთხოვნა, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს.

მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან როგორც კოვიდ19-თან ბრძოლაში გამარჯვება,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...