შაბათი, სექტემბერი 27, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"როგორი ფუჭია განათლება თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება..."...

“როგორი ფუჭია განათლება თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება…” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე, განათლების სამინისტროსთან გამართულ, მასწავლებელ ნინო დათაშვილის სოლიდარობის აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ნანა ტოხვაძემ, სააგენტო “პარალელთან” ინტერვიუში, ქვეყანაში არსებულ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა:

“3 თვეა მასწავლებელი, ნინო დათაშვილი რეჟიმის ტყვეობაშია. ეს იმ ფონზე, რომ ყველა მოძალადე, კანონდამრღვევი და ტიტუშკა რეჟიმის სასამართლომ გაათავისუფლა.

შერჩევითი სამართალი და ოპონენტებისადმი ანგარიშსწორება ავტოკრატებისგან არ გვიკვირს, მაგრამ იქამდეც შეტოპეს, რომ ქალი პოლიტიკური პატიმრები გვყავს ქვეყანაში.

ნინო დათაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთან, სადაც ნინოს კოლეგები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ ქვეყანაში შექმნილ უსამართლობას და მასწავლებლის უკანონო პატიმრობას.

არც რეჟიმის სამინისტროსგან უნდა ველოდეთ იოტისოდენა რეაგირებას, მაგრამ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ბუტაფორიად იქცა ყველა სახელმწიფო უწყება. რეჟიმის მორჩილ მოსამსახურედ აქციეს განათლების სფეროს წარმომადგენლები. არადა, როგორი ფუჭია განათლება თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ცაბაძით, თქენ ოლე-ოლა-თი… ჩვენ სიყვარულით, თქვენ ფურთხებით…” – ლალი მოროშკინა

კახა კალაძის საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე მყოფი ლალი მოროშკინა თავისებურ...

“იმაზე ბევრად მეტ ტყუილს ამბობენ ჩვენი პოლიტიკოსები, ვიდრე აქამდე შეჩვეულები ვიყავით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქართულ პოლიტიკურ რეალობას კრიტიკულად აფასებს: "ისე...

“ეჰ, რა ტყუილად წვალობს ირაკლი კობახიძე… გადაწყვეტილი აქვს ბიძინას მისი გაშვება…” – ირაკლი ნადირაძე

„ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ირაკლი კობახიძის გაშვება და პრემიერად...

“ეს შედეგი დადგა კახა კალაძის მიერ გაფორმებული კორუფციული და დანაშაულებრივი ხელშეკრულების გამო” – რომან...

საერთაშორისო არბიტრაჟში დავების წაგების შემდეგ საქართველოსთვის დაკისრებული ათეულობით მილიონი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არ ვარ მე მარტო და ამიტო ვიმარჯვებ✊❤️❤️” – ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს…” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს "ლელო ძლიერი საქართველოს" კონკრეტულ...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...