შაბათი, სექტემბერი 27, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"როგორი ფუჭია განათლება, თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება..."...

“როგორი ფუჭია განათლება, თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება…” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე, განათლების სამინისტროსთან გამართულ, მასწავლებელ ნინო დათაშვილის სოლიდარობის აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ნანა ტოხვაძემ, სააგენტო “პარალელთან” ინტერვიუში, ქვეყანაში არსებულ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა:

“3 თვეა მასწავლებელი, ნინო დათაშვილი რეჟიმის ტყვეობაშია. ეს იმ ფონზე, რომ ყველა მოძალადე, კანონდამრღვევი და ტიტუშკა რეჟიმის სასამართლომ გაათავისუფლა.

შერჩევითი სამართალი და ოპონენტებისადმი ანგარიშსწორება ავტოკრატებისგან არ გვიკვირს, მაგრამ იქამდეც შეტოპეს, რომ ქალი პოლიტიკური პატიმრები გვყავს ქვეყანაში.

ნინო დათაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთან, სადაც ნინოს კოლეგები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ ქვეყანაში შექმნილ უსამართლობას და მასწავლებლის უკანონო პატიმრობას.

არც რეჟიმის სამინისტროსგან უნდა ველოდეთ იოტისოდენა რეაგირებას, მაგრამ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ბუტაფორიად იქცა ყველა სახელმწიფო უწყება. რეჟიმის მორჩილ მოსამსახურედ აქციეს განათლების სფეროს წარმომადგენლები. არადა, როგორი ფუჭია განათლება, თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.


ინტერვიუ ჩაწერა პაატა კვირკვაიამ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტპატიმარი გიორგი ჩიკვაიძე არის გაუტეხლობის მაგალითი” – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიენიჭა – კახა კალაძის მისალოცი სიტყვა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა....

“ლეგიტიმაცია კი არა, უფრო უარესი არ აქვს “ქართულ ოცნებას” – ეს არის პრესტიჟი” –...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი, ლექტორი არჩილ გამზარდია კონკრერტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს "ქართულ...

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არ ვარ მე მარტო და ამიტო ვიმარჯვებ✊❤️❤️” – ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს…” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს "ლელო ძლიერი საქართველოს" კონკრეტულ...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...