შაბათი, სექტემბერი 27, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ...

1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა. მომხდარის შემდეგ, ზ.ბ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პირი სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არ ვარ მე მარტო და ამიტო ვიმარჯვებ✊❤️❤️” – ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს…” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს "ლელო ძლიერი საქართველოს" კონკრეტულ...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...