სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, აქტიურ პროტესტში მონაწილეობის გაგრძელების პირობას საჯაროდ დებს, აცხადებს რომ 4 ოქტომბერი არის ეროვნული, სახალხო დღე და მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს:
“ყველას წინაშე ვდებ პირობას კიდევ ერთხელ!
არ მაინტერესებს ვინ ვისზე გაიყიდა, ვინ რამდენი აიღო, ვინ ვის გაურიგდა…
4 ოქტომბერი არის ეროვნული, სახალხო დღე როდესაც ხალხმა უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა!
ნებისმიერი სცენარის განვითრების შემთხვევაში ბოლომდე ვიდგები თქვენს გვერდში, როგორც თქვენი რიგითი თანამებრძოლი…
ეს პირობა გასულ წელს დავდე გმირთა მოედანზე, მემორიალთან და ძალ-ღონეს არ ვიშურებ რომ პირობა არ დავარღვიო.
სიმართლისთვის და სამშობლოსთვის ბოლომდე!!!
ერთმანეთის მხარდამხარ ნებისმიერ მომენტში, თუნდაც ყველაზე ცუდ( აქ გამოიცდება ვინ რა ბიჭია)
ვისაც ბრძოლის ან გამარჯვების მიზანი არ გამოძრავებთ, ისინი გაგავატარეთ ვისაც გვჯერა!
ჩემი სიცოცხლე გეკუთვნით თქვენ, ჩემს თანამებრძოლებს!!!
მადლობა ბრძოლისთვის!
მადლობა გამძლეობისთვის!
არქიფო სეთურთან გარიგებებზე მოსიარულეებმა გულებში ჩაიხიდეთ!!!
მხდალობა და ლაჩრობა ჩვენი სტილი არ ყოფილა! არ არის და არც იქნება!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მარიამ მეყანწიშვილი.