პარასკევი, აგვისტო 1, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა ბაზარი...

არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა ბაზარი იმუშავებს, უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს – ლევან დავითაშვილი

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით დააანონსა, რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები, დღეიდან კი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით დაშვებულია ღია ბაზრების ეტაპობრივად გახსნა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, ამიტომ დღეიდან ფუნქციონირებას ყველა აგრარული ბაზარი ვერ შეძლებს:

„ეტაპობრივად, ჩვენ მეტი აგრარული ბაზრის ფუნქციონირებას შევუწყობთ ხელს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით, შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარიული სტანდარტების დაცვას ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად. ეს არის გაიდლაინები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა, იქნება ეს საბითუმო თუ საცალო, უნდა დააკმაყოფილოს.

დღეისათვის, საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა, უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს; შესაბამისად, ჩვენ არ უნდა შეგვექმნას წარმოდგენა, თითქოს დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ყველა რეგისტრირებული აგრარული ბაზარი.

იმისათვის, რომ ფუნქციონირება განაახლონ, ბაზრები უნდა აკმაყოფილებდნენ დადგენილ მოთხოვნებს – ეს ეხება მოვაჭრეთა მიკვლევადობას, პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარიულ ზედამხედველობას; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარება, თერმოსკრინინგი, პირბადეების აუცილებელი ტარება და სხვა, რომელსაც ითვალისწინებს საგანგებო ვითარება. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ზოგიერთი ბაზარი მუშაობდა აღნიშნული წესების დაცვით, ისინი აკმაყოფილებენ სტანდარტებს და კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იღებს ადგილზე მოქმედი შტაბები, რომლებიც თითოეულ რეგიონშია შექმნილი გუბერნატორების ხელმძღვანელობით,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვემო ქართლში მოეწყო სპეციალური საბითუმო ბაზარი, რითაც დარეგულირდა არსებული ვითარება. სახელმწიფოს ჩართულობით, მოხდა მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კომუნიკაცია.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...