შაბათი, სექტემბერი 27, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმში ფესტივალი "განდაგანა" მიმდინარეობს

ბათუმში ფესტივალი “განდაგანა” მიმდინარეობს

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” მიმდინარეობს. მაყურებლის სიმრავლით გამოირჩეოდა ფესტივალის პირველი დღე, სადაც სტუმრების წინაშე წარსდგა ზვიად ბოლქვაძე სპეციალური მუსიკალური პროგრამით ბენდთან, ორკესტრთან და სოლისტებთან ერთად, ასევე ბენდი “ურსა”, “იბერია”, ანსამბლი “აფხაზეთი” და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები. ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში ემოგზაურათ. ფესტივალზე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები იყო წარმოდგენილი. ფესტივალს წელსაც ამშვენებს “გარდენია შევარდნაძის” მიერ მოწყობილი ულამაზესი ეთნოგრაფიული სივრცე.

ფესტივალი ბათუმში დღესაც საინტერესო პროგრამით გრძელდება, სადაც სტუმრებს კულინარიულ მასტერკლასებზე, აჭარული ნაქარგობების მასტერკლასებსა და 150 მეწარმის გამოფენა-გაყიდვაზე დასწრება 14:00 საათიდან შეუძლიათ. მუსიკალურ პროგრამას 18:00 საათზე შუახევის ფოლკლორული ანსამბლი „ჭვანა“ გახსნის, საღამოს 12 საათამდე კი მაყურებლის წინაშე წარსდგება ჯგუფები „გორდელა“, „ბანი“, ანსამბლი „ოდა“ და სხვები. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არ ვარ მე მარტო და ამიტო ვიმარჯვებ✊❤️❤️” – ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს…” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს "ლელო ძლიერი საქართველოს" კონკრეტულ...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...