პარასკევი, აგვისტო 1, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარაფერი ისეთი საზარელი და ცინიკური არ არის, როგორც...

არაფერი ისეთი საზარელი და ცინიკური არ არის, როგორც ცნება “ქართული ინტელიგენცია” – ნიკა მაჭუტაძე

უკრაინის მთავრობის მაღალ თანამდებობაზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი კონკრეტული ჯგუფის მიერ გაგზავნილ წერილს ეხმიანება, პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე:

“უკრაინის ხელისუფლებას წერილი მისწერა “ქართულმა ინტელიგენციამ”.

1921, 1924, 1937 წლების საბედისწერო, ცინიკური ინერციაა ეს ტერმინი – სხვის ადგილზე ხელოვნურად დასმულებმა თავადვე ირწმუნეს საკუთარი უპირატესობა, გამორჩეულობა, კეთილშობილება.

საუკუნეების განმავლობაში და საუკეთესო კათედრებზე აღზრდილი ინტელექტუალური, სამხედრო, პოლიტიკური არისტოკრატიის დახვრეტილ ცხედრებსა და განდევნილ თუ ამოწყვეტილ ოჯახებზე დგას ამათი “ინტელიგენცია” სინამდვილეში.

ცალკე მათი ლექსიც მიყვარს, ტილოც, გამოკვლევაც, სპექტაკლიც, კინოც, სიმღერაც და კომპოზიციაც, მაგრამ არაფერი ისეთი საზარელი და ცინიკური არ არის, როგორც ცნება “ქართული ინტელიგენცია” – ბოლშევიკური სოციალური ინჟინერიის ადეპტები.

საბჭოთა არისტოკრატია ქართული და ევროპული არისტოკრატიის ნაცვლად.

სხვის სახელოში არიან, სხვის სეფე-გოდოლზე დგანან, სხვა ხალხის, სხვა ინდივიდუალობების, სხვა ეთიკის და სიყვარულის და თავდადების. ჩვენს ისტორიას და ცხოვრებას საბუთად, გამოსარჩლებად, კომპენსაციად რომ გამოადგება იმ ხალხის ჩამნაცვლებელ სუროგატებად ჩაიფიქრეს ბოლშევიკებმა და კიდევაც გააკეთეს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მაჭუტაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან ემოციურ წერილს აგზავნის და იხსენებს...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...