spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან...

“ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან – ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს” – კახა კალაძე

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების, გია ბარამიძისა და გიგა ბოკერიას მიერ გამართულ შეხვედრას ბრიტანეთის საელჩოში.

როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი დიპკორპუსი ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას ახალისებს.

როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივი დიპლომატების ჩართულობასა და კავშირზე ამ ძალადობრივი ჯგუფებთან, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის საელჩო ერთ-ერთი მოწინავეა ამ ყველაფერში, რომლებიც ახალისებენ ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობის მცდელობას. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ჯეიმს მაკლერის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ეხება.

რამდენჯერ უნდა დაასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი? ის განცხადებები და მაგალითები, რომელზეც საუბრობთ, აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილზე, სიცრუეზე და ცილისწამებაზეა დაფუძნებული. ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა. რომელია პოლიტპატიმარი? „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ ესროდა პოლიციელს თუ ჯოხს რომ ურყამდა და ქვებს ესროდა? რეალურად ვუყურებ და ვხედავ ყველაფერს, რაც ხდება. პოლიციელთან, რომელიც დგას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, მიდის ახალგაზრდა და ესვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, აქვს მცდელობა, ცოცხლად დაწვას ადამიანები, გამოდიხართ და გმირად გინდათ შერაცხოთ და მე ვუყურებ ცალმხრივად მოვლენებს?

ერთნი არიან ესენი, რა ვერ გაიგეთ? აქაურ აკაცუკებს ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენი პარტნიორი არის ქართველი ხალხი და ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან. ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს. ამ ქვეყანას მართავს ქართველი ხალხი. რაც შეეხება განცხადებებს, როგორც ევროპარლამენტარების, სხვადასხვა თანამდებობის პირების, იგივე ბრიტანეთის წარმომადგენლების მხრიდან, რომლის მაგალითიც მოიყვანეთ, არის სიცრუეზე, ტყუილსა და ცილისწამებაზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლალი მოროშკინა: “აშკარად პოზიტიურად იმოქმედა აქაურ ბაბლზე ახალმა სამმართველომ”

შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის პოზიტიურ როლზე...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

“ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოსტარიას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...