spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ხაბე რასაც ამბობდა, ახლა თავად ივანიშვილის პროკურატურა ადასტურებს!"...

“ხაბე რასაც ამბობდა, ახლა თავად ივანიშვილის პროკურატურა ადასტურებს!” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ბრიფინგებს, განმარტებებს და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ დანაშაულებსა და სკანდალურ ფაქტებზე თავის დროზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აკეთებდა განცხადებებს:

ხაბე რასაც ამბობდა, ახლა თავად ივანიშვილის პროკურატურა ადასტურებს!

ოლიგარქმა ივანიშვილმა სანქციების გამო დაკარგული ფულის ამოღება დაავალა კობახიძესა და მდინარაძეს.

მათ კი ბიძოსთან ჩაჩორტეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და გომელაური.

ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში დაასახელა 600 მილიონი, ბიძოსთან მისატანი ფულის ოდენობა.

დიახ, ლევან ხაბეიშვილი მხოლოდ იმის გამო გაუშვეს ციხეში, რომ საზოგადოებას არ მოუყვეს ივანიშვილის რეჟიმის კორუფციული მასშტაბებისა და სიღრმის შესახებ, იმ კონკრეტული და დადასტურებული ინფორმაციის სახით, რაც მას ჰქონდა.

ეს ფული ქართველი ხალხის ჯიბიდან არის მოპარული!

ეს არის „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის კლანური პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ინფლაციამდე, მაღალ ფასებამდე და სიღარიბემდე.

ეს არის ანტიქართული, კრიმინალური მმართველობა, რომელმაც საქართველო ქართველებისგან დაცალა, ხალხი ბანკის ვალებში ჩაფლო, ხოლო ახალგაზრდობა ნარკომანიით გაანადგურა, რაც თავად ივანიშვილის კლანის ბიზნესად იქცა.

პროკურატურა კი პირდაპირ ადასტურებს: ივანიშვილის ორჯერ „ნაკურთხმა“ პრემიერმა და ძალოვანი უწყებების „მამებმა“ მილიარდობით ლარი გაიტანეს ქვეყნიდან და ფარისევლურად გვიმტკიცებენ, თითქოს კორუფციას ებრძვიან.

ამასობაში ხაბე უკანონოდ გამოკეტეს ციხეში და საზოგადოებასთან წერილობითი კონტაქტის უფლებაც ჩამოართვეს.

მოდით დავსვათ კითხვა: რატომ ხდება ეს?

იმიტომ, რომ ივანიშვილი სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს, მისი ძალაუფლება არაფერზე აღარ დგას.

სწორედ ამაზე გესაუბრებოდა ხაბე.

ხვალიდან კონკრეტულ ფაქტებს ჩვენ მოგიყვებით, მისი მეგობრები და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი.

და კიდევ ერთი, ივანიშვილის ერთადერთი საყრდენი დღეს არის შიში და უიმედობა, რომელსაც აძლიერებს ე.წ. „პრადვინუტი ოპოზიციის“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ექსპერტი.

მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გაზომილი და აწონილი გვაქვს.

ივანიშვილის გუნდი გახლეჩილია და დაშლილია!

4 ოქტომბერს ვიწყებთ და ივანიშვილს ვამთავრებთ!” – წერს ლაშა ფარულავა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...