spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს სთავაზობ...

“დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს სთავაზობ ქრთამს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან?” – კახა კალაძე ხაბეიშვილის დაკავებაზე

დედაქალაქის მერის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება მოხდა კანონის ფარგლებში.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან შესაბამის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა, ადამიანი ქრთამის მიცემის შეთავაზებას საჯაროდ გააკეთებს თუ ფარულად, ორივე შემთხვევაში დანაშაულად ითვლება.

ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის მიღება, ასევე მიცემა. მის ბოლოდროინდელ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებამ განცხადება გააკეთა. ქრთამის შეთავაზება საჯაროდ იქნება, თუ ფარულად, დასჯადია. რა მნიშვნელობა აქვს ფორმას? მაგალითად, ფარული ვიდეოჩანაწერი რომ ყოფილიყო, სადაც ის ხვდება სამართალდამცველებს და გაეკეთებინა ქრთამის მიცემაზე დაპირება, იგივე არ იქნებოდა? დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს ქრთამს სთავაზობ, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან?

ამ შეთავაზებით ლევან ხაბეიშვილის მიზანი რა იყო, არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია. ალბათ, როცა საშუალება მიეცემა, თავად გააკეთებს განმარტებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...