spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან და...

“მინდა მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან და მასიურად გავავრცელოთ რეჟიმის კორუმპირებული მოხელეების სასახლეების ფოტოები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ცალკეულ ფაქტებს იხსენებს და ხალხს კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით მიმართავს:

2021 წელს მივატოვე ძალიან კომფორტული ცხოვრება უკრაინაში, სადაც ძალიან დაფასებული ვიყავი.

სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვედი, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ ამორალური იქნებოდა უცხოეთიდან ჩემი მოწოდებები ბრძოლისკენ, მაშინ როცა ეს ბრძოლა სულ უფრო სარისკო გახდა.

მე გადავწყვიტე საკუთარი ტყავი შემეგდო თამაშში, ისევე როგორც ახლა საკუთარი ტყავი შეაგდო ხაბემ.

მე მაშინ ასფალტზე მათრიეს, მომწამლეს, მუდმივად ახალ-ახალ „სასჯელებს“ მისჯიან.

მინდა მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან (სხვათა შორის ჩემი ნიკუშა ცხოვრობს ახლა ნეპალში) და მასიურად გავავრცელოთ რეჟიმის კორუმპირებული მოხელეების სასახლეების ფოტოები.

შევისწავლოთ მათი ოჯახების და საყვარლების სოციალური ქსელები, სადაც ისინი მუდმივად ახდენენ თავისი ძვირი აქსესუარების დემონსტრირებას, გვახარბებენ თავის მდიდრულ უცხოურ ვოიაჟებს.

გავაშიშვლოთ ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის თვალში ივანიშვილის დამქაშების ფუფუნება და თავგასულობა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხილება.

ერთად მაგრად უნდა დავდგეთ და გავიმარჯვებთ!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ირაკლი კობახიძე: “ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება”

საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...