პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან და...

“მინდა მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან და მასიურად გავავრცელოთ რეჟიმის კორუმპირებული მოხელეების სასახლეების ფოტოები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ცალკეულ ფაქტებს იხსენებს და ხალხს კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით მიმართავს:

2021 წელს მივატოვე ძალიან კომფორტული ცხოვრება უკრაინაში, სადაც ძალიან დაფასებული ვიყავი.

სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვედი, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ ამორალური იქნებოდა უცხოეთიდან ჩემი მოწოდებები ბრძოლისკენ, მაშინ როცა ეს ბრძოლა სულ უფრო სარისკო გახდა.

მე გადავწყვიტე საკუთარი ტყავი შემეგდო თამაშში, ისევე როგორც ახლა საკუთარი ტყავი შეაგდო ხაბემ.

მე მაშინ ასფალტზე მათრიეს, მომწამლეს, მუდმივად ახალ-ახალ „სასჯელებს“ მისჯიან.

მინდა მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან (სხვათა შორის ჩემი ნიკუშა ცხოვრობს ახლა ნეპალში) და მასიურად გავავრცელოთ რეჟიმის კორუმპირებული მოხელეების სასახლეების ფოტოები.

შევისწავლოთ მათი ოჯახების და საყვარლების სოციალური ქსელები, სადაც ისინი მუდმივად ახდენენ თავისი ძვირი აქსესუარების დემონსტრირებას, გვახარბებენ თავის მდიდრულ უცხოურ ვოიაჟებს.

გავაშიშვლოთ ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის თვალში ივანიშვილის დამქაშების ფუფუნება და თავგასულობა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხილება.

ერთად მაგრად უნდა დავდგეთ და გავიმარჯვებთ!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს რუსთაველის ეს 10 წუთიანი გადაკეტვები და პოლიციის წვალება?” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკმაყოფილებას გამოხატავს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიერ...

“ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა” – ლევან ნიკოლეიშვილი

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF), 2025 წლის „პრესის...

“ამასობაში, ეს კორუფცია რომ სისტემურია, “ოცნება” არ იმჩნევს?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ხელისუფლებას კონკრეტულ ვალდებულებებს...

“მართლა გაუგებარია, რატომ აძლევს პოლიცია უფლებას თუნდაც 1 წუთით გადაკეტონ რუსთაველი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...