პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ სანქციების მოხსნას მიაღწიოს მაქსიმალური დაჭერებით...

“ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ სანქციების მოხსნას მიაღწიოს მაქსიმალური დაჭერებით და დასავლეთთან ვაჭრობით” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების შემსუბუქება/მოხსნის მიზანი აქვს და ამისთვის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს:

მე დამიმატებენ კიდევ წლებს… ეს განაჩენი ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა გამოეტანათ, მაგრამ გადადეს.

რატომ ახლა და რატომ დაიჭირეს ხაბე გუშინ და არა უფრო ადრე ან ცოტა გვიან?

საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს თავისმა ლობისტებმა ურჩიეს რომ მოეწვია ეუთო/ოდირი და ციხიდან გამოეშვათ ლელოს ლიდერები, იმ მიზნით რომ მოეპოვებინათ შვება სანქციების საკითხში, მაგრამ ეუთომ უარი თქვა მათ თამაშში მონაწილეობაზე.

პარალელურად ტრამპს მიწერეს და ვაშინგტონმა არც კი შეიმჩნია. ახლა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ სანქციების მოხსნას მიაღწიოს მაქსიმალური დაჭერებით და დასავლეთთან ვაჭრობით, როგორც ამას მიაღწია ლუკაშენკომ გუშინ, პოლიტპატიმრების გაშვების შემდეგ, ამერიკული სანქციების ნაწილის მოხსნით.

საქმე იმაშია რომ დიქტატორებისთვის პოლიტპატიმრები არის სავაჭრო ვალუტა, რაც უფრო მეტი აქვთ მისჯილი მათ, რაც უფრო დიდი დროით სხედან, მით უფრო იზრდება მათი ფასი.

ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ასეთი ვაჭრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარიგება მოხდება საქართველოს თავისუფლების ხარჯზე!

ესენი ძალიან მალე უნდა დავასრულოთ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ მჯეროდა, რომ კაცს, რომელიც მთასავით ძლიერი და შეუპოვარი იყო, რამე მოერია” – თამარ...

წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია ემოციურად იხსენებს მუნივიპალიტეტის...

“ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...