spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"დაკავებულს პატიმრობა შეეფერდება თუ არა, ამას მე და...

“დაკავებულს პატიმრობა შეეფერდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას” – კახა კალაძე

არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საარჩევნო შტაბის შენობაზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულზე საუბრისას აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა, მსგავსი ქმედებები სცდება კანონის ფარგლებს.

თქვენ რა იცით ხუთ წელს მიუსჯიან თუ რამდენს? მოსამართლე ხართ? არსებობს კანონები, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს. პატიმრობა შეეფერდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფაქტი არის ძალიან ცუდი. არცერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მსგავსი ქმედებები ჰქონდეს. მე რომ მოვიდე თქვენს სახლში და დაგიზიანოთ რაიმე, მოგეწონებათ?

მე დავინახე, რომ სხვა ადამიანებიც აზიანებდნენ ბანერებს, მაგრამ ამ ეტაპზე შესაბამისმა უწყებამ მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავა, რადგან სხვების იდენტიფიცირება ვერ მოხდა. კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს. არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომ აღნიშნულ შენობაზე საარჩევნო ბანერი კანონიერად არ იყო განთავსებული, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბანერის გაკვრაზე მეპატრონის ნებართვა არსებობს.

ტყუილია, რომ თითქოს ჩვენი ბანერი კანონიერად არაა განთავსებული. თქვენ ირაკლი აბესაძეს თუ დაუჯერებთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მისი გონებრივი შესაძლებლობა და ინტელექტი არ გამოგადგებათ. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და დიდი გამოცდილება მაქვს. თქვენ თუ გინდათ, აბესაძეს დაუჯერეთ. ისტორიულ ზონაში არსებულ შენობაზე ბანერის განთავსებას მუნიციპალიტეტის ნებართვა არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ მფლობელის ნებართვა, რაც გვაქვს, რადგან აღნიშნული ფართი საარჩევნო შტაბისთვის ვიქირავეთ. შესაბამისად, ბანერის გაკვრაც შეგვიძლია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...