ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კატეგორიულად მიუღებელია, საარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და...

“კატეგორიულად მიუღებელია, საარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს” – კახა კალაძე

რუსთაველის გამზირზე რომ ადამიანები დგანან და აპროტესტებენ, გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ მათთან და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, ევროკავშირის ელჩი აღნიშნულ ფაქტს შეაფასებენ.

ეს იყო ძალიან მძიმე და მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც არ იყო პირველი შემთხვევა. ეს არის ჩვენი შტაბი. როგორც იცით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. აქ ხალხი მუშაობს. ჩვენ არავის ვუვარდებით, თავს არავის ვესხმით.

მე იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის ელჩი დაგვდევს პატივს და გააკეთებს შეფასებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი გივარდებოდეს, ხელს გიშლიდეს მუშაობაში და გაყენებდეს შეურაცხყოფას. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად დაძაბულობა შემოიტანონ, რადგან არსებული 30 აკაცუკი და მათი ყვირილი, ხავილი არავის აინტერესებს. ამ დაჯგუფებაში არიან მოძალადეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო შტაბთან მივარდნა და გინება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ყოველდღიურობად იქცა.

ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა შტაბთან მოვარდნა, გინება, შეურაცხყოფის მოყენება. მე გეკითხებით, რა უნდოდათ ამ ადამიანებს შტაბთან თუ შტაბი მივიდა მათთან? რუსთაველის გამზირზე დგანან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ, აქციებს მართავენ. თქვენ გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ რუსთაველზე და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ? შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია, რომ სარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაინც მიკვირს, რომ უღირთ ეს სიძულვილი ძალაუფლების მესვეურთ” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია კონკრეტული შედარებებით მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“ეჰ, ხალხნო და ჯამაათნო, თქვენ რომ ენმ-ს ფასს გაიგებთ, ძალიან გვიანი იქნება🙏” – ეკა...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ეკა...

“ნებისმიერი დიქტატურის საჭირო ატრიბუტია მოქალაქეების პასიურობა, მოჩვენებითი სტაბილურობა და ილუზია იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა”...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს გეკა, ვინც არის, მართლა არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა ეს კაცი და დავიჯერო მისთვის ეს ადვილი...

"ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", სამართალდამცავი სისტემის...

“ხომ მართალი აღმოჩნდა მიშა?” – მაია ორჯონიკიძე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ვიცე-რექტორი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი...

“მაგარი გადარჩენილი ვართ, რომ ქაჯი და კორუმპირებული მერი არა ჰყავს თბილისს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ირონიულ შეფასებების აკეთებს თბილისის მერ კახა...

“რაც ახლა მელიქიშვილზე ხდება, ასე აპირებ თბილისის მერობას, კახი?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება...