spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კახი, როცა პატარა გოგო-ბიჭებს ქუჩაში დაქირავებულ ტიტუშკებს მიუქსევ,...

“კახი, როცა პატარა გოგო-ბიჭებს ქუჩაში დაქირავებულ ტიტუშკებს მიუქსევ, ეს პოლიტიკა კი არა, პოლიტიკური გაღრწნა და ფსკერია” – პაატა მანჯგალაძე

8 სექტენბერს მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს და თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს “სტრატეგია ნარმასენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

საქართველოში დღეს ხელისუფლება არ არსებობს, არის რაღაც გაუგებარი კრიმინალური კარტელი, რომელიც ქვეყანას ძარცვავს და ხალხის წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ომს აწარმოებს.

ამ ყველაფრის ერთ-ერთი სახე არის კალაძე, ადამიანი, რომელმაც სკამისა და ფულის გამო ყველაფერზე ხელის მოწერით, საბოლოოდ პოლიტიკურად დაიმახინჯა თავი.

კახი, როცა პატარა გოგო-ბიჭებს ქუჩაში დაქირავებულ ტიტუშკებს მიუქსევ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაძეხი და მესამე ვადით გინდა თბილისის მერად გამოცხადება, ეს პოლიტიკა კი არა, პოლიტიკური გახრწნა და ფსკერია.

როცა ქალებს აგინებთ და ახალისებთ მათზე ძალადობას, მოქალაქეებს დასცინით, შენი რეჟიმის მიერ გაძარცვულ და გაღარიბებულ ხალხს ფერარით ემარიაჟები და ეს მაგარი ბიჭობა გგონია, შენი საქმე წასულია, ვინც არ უნდა იყო და რადაც არ უნდა მოგქონდეს თავი!

აქ ყველასთვის ყველაფერი ნათელია: საქმე აღარ ეხება პარტიებს ან არჩევნებს. საქმე ეხება ღირსებასა და სირცხვილს შორის არჩევანს.

ვინც ჩუმად დარჩება – რეჟიმს ემსახურება სირცხვილში.

ვინც ქუჩაში გამოვა – საქართველოსა და თავისუფლებას, ღირსებას იცავს.

შუაში არჩევანი აღარ არსებობს.

ამიტომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე ერთად მოვუწყოთ განკითხვის დღე ივანიშვილის რეჟიმს!”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...