სამშაბათი, აპრილი 29, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის...

მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხმიანებიან. გიორგი გახარიასთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია და აღნიშნავს, რომ ის არის საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანი:

უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა.

თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა.

ესეც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ,“ – აცხადებს გიორგი გახარია.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა გაუგებარი და მიუღებელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის არჩილ თალაკვაძისათვისაც და ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება დააზიანებს უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღვოდა წინ, მიუხედავად ამისა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“2011-2012 წლების ბორენკას ხომ არ გულისხმობს?!” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმიანება

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, "ღამის კურიერში"...

“ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა” – ნინო ჯანგირაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მძიმე...

“ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ატარებს”...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით...

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება – განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...