spot_img
მთავარიბოიკოტი/ართანამშრომლობა"სუს-ის მიერ შექმნილი თაღლითური პარტია ცდილობს ხალხის შეცდომაში...

“სუს-ის მიერ შექმნილი თაღლითური პარტია ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას” – ჯეიჰუნ მუჰამედალი

სუს-ის მიერ შექმნილი თაღლითური პარტია ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას – ნუ მიიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, 4 ოქტომბერს გელოდებით რუსთაველზე“, – ასე ეხმაურება გავრცელებულ ხმებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში იღებს მონაწილეობას, პარტიის წევრი, ჯეიჰუნ მუჰამედალი.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს! “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იკრიბება.

4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, პარტიის ლიდერთან ჯეიჰუნ მუჰამედალისთან ერთად, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც მათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ:

მარნეულში შევხვდით ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას და ჩვენი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ხალხს გაეგო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონაწილეობის არმიღება 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში.

მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ “ოცნებას” სურს ლეგიტიმაციის მიღება. ასევე ხალხთან საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ სუს-ის მიერ მინიჭებულ თაღლითურ პოლიტიკურ პარტიაზე ამბობენ, რომ არის “ნაციონალური მოძრაობის” და ქმნიან ილუზიას, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია იღებს მონაწილეობას, ასე ცდილობენ ოპოზიციის სახე შექმნან და საკრებულოში შეიყვანონ ადამიანები, თუმცა ნურას უკაცრავად, მოვახსენებთ ყველას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ ფარსში მონაწილეობას არ იღებს და არ მოიტყუონ თავი, არ მივიდნენ არჩევნებზე, მივიდნენ რუსთაველზე და უარი თქვან “ოცნების” რეჟიმზე”, – განაცხადა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

ცნობისათვის: ცესკოს გადაწყვეტილებით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო ნომერი – “5” ჩამოერთვა და 4 ოქტომბრის არჩევნებში ამ ნომრით სხვა პარტია მიიღებს მონაწილეობას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...